როგორ წარმოედგინათ ადამიანებს ჩვენი დრო 100 წლის წინათ

geoinformer

Loading...

სხვათა შორის, XIX-XX საუკუნეების მხატვრებმა რაღაცების პროგნოზირება მართლაც შეძლეს…

1. ხმოვანი წერილი. ადამიანები უკვე მაშინ ხვდებოდნენ, რომ ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას ბევრი მოინდომებდა.

2.  „როლიკები“ ქალაქში სწრაფად გადაადგილებისთვის. დღეს ჩვენ სკუტერს ვიყენებთ, უფრო სწორად სკუტერსაც და „როლიკებსაც“.

3. ეს რა არის – სკაიპი? ძალიან ჰგავს. თუმცა ასეთი ვიდეომესენჯერი გამოჩნდა არა მე-20 საუკუნეში, როგორც მხატვარი პროგნოზირებდა, არამედ 21-ეში.

4. ონლაინკურსების დახმარებით მართლაც მოგვეცა შესაძლებლობა, დაუსწრებლად ვისწავლოთ.

5. „გაზეთი ტელეფონით“ – ის, რასაც ჩვენ ტელევიზიასა და კინოს ვეძახით.

6. ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ, რომ სახლებს რადიუმით გავათბობდით. მადლობა ღმერთს, ეს ასე არაა.

7. „მიწისზედა სახლი“. როგორც ჩანს, ეს ცათამბჯენის პროტოტიპია.

8. საჰაერო ავტობუსი პარიზი-ბორდოს მიმართულებით.

9. ეს კი ელექტრომატარებელია პარიზი-პეკინის მიმართულებით.

10. ნახატი „გამოჯანმრთელება მთის ჰაერით“. საჰაერო ხომალდი მთებში დაფრინავს, მასში კი პანსიონის პაციენტები სხედან, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. არა, ასეთი ჩვენ ჯერ არ მოგვიფიქრებია.

11. შესაძლოა, თევზების დოღი ოდესმე სპორტის ოლიმპიურ სახეობებშიც მოხვდეს. ოღონდ არა ჩვენს საუკუნეში.

12. „გაზეთის მოსმენა“. ეს, ალბათ, რადიოა.

13. პნევმატური რკინიგზის პროექტი. ეს იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა, მაგრამ ფართოდ გამოყენებული ჯერ კიდევ არ არის.

14. ჩვენს მონადირეებს ასეთი აღჭურვილობა რომ ჰქონდეთ, ცხოველთა განადგურება კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებდა.

15. ეს ქალბატონი აეროავტომობილით პირდაპირ სახლის აივანზე მიაბრძანეს. ცუდი არ იქნებოდა, მსგავსი რამ ჩვენც გვქონოდა და საცობებიც აღარ დაგვტანჯავდა…

16. ელექტროდალაგება. ისე, რობოტი მტვერსასრუტი უკვე გვაქვს.

17. მშენებლობებზე უკვე ბევრი რამ არის ავტომატიზებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი არა.

18. ეს კი ჩვეულებრივი სახლია ბორბლებზე.

19. სოფლის ფოსტალიონი. მხატვარმა მას ფრთები გამოასხა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ მომავალში ადამიანები ქაღალდზე წერილების წერას შეწყვეტდნენ.

20. წყალქვეშა თევზაობა. ცოტა უცნაური სახის დასვენებაა, ჩვენ ჯერ ასე არ ვერთობით.

21. რობოტი, რომელიც თითოეული ადამიანისთვის კერავს ტანსაცმელს. ჰმ, არის ამაში რაღაც საინტერესო.

loading...
Next Post

(ვიდეო)-გიგანტური ნაძვის ხე და კანფეტები - ბერი ნიკოლოზისა და მისი მრევლის ახალი ვიდეო

გაზიარება Loading... გიგანტური ნაძვის ხე […]