სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა მუქარების სერია გრძელდება ნიკა გვარამიას რევანშისტული მოწოდება

geoinformer

Loading...

მუქარების სერია გრძელდება მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და ხელისუფლების სხვა ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან მუქარის შემცველ გზავნილებს ნიკა გვარამიაც უერთდება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს: ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დაამხოს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის თქმით, აღნიშნულის გარდა სხვა არჩევანი არ არის.

„მარტივად:

სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც

არც თავისი ნებით მიდის

და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს

ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების ცხედრები იპოვეს

გაზიარება Loading... მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე […]