ბურჯანაძისა და ლავროვის მოადგილის შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება

geoinformer

loading...

Loading...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ანდრეი რუდენკოს შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს.

განხილულ იყო რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსული მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში დაინტერესება, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გამოავლინონ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ მოსკოვში იქ მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმე. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მშვიდობით და სტაბილურობით საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

loading...
Next Post

(ვიდეო) დაკავებული პედაგოგის დედამთილი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს - ნახეთ, რას ამბობს ოჯახის წევრი

გაზიარება loading... Loading... (ვიდეო) დაკავებული […]