6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

geoinformer

loading...

Loading...

ვერძი

ნუ შეიზღუდებით კომუნიკაციებში, იყავით აქტიური, გახსნილი ახალი ნაცნობობისთვის. დღე წარმატებულია ასევე საქმიანი და ფინანსური სფეროსთვის.

კურო

ნუ იქნებით სულსწრაფი, გამოიჩინეთ მეტი დაკვირვებულობა და მოთმინება. გაურკვეველი საკითხები ამ დღეს შესაძლოა თავისით დალაგდეს.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, ნუ გაფლანგავთ მათ უსარგებლო ნივთებსა და ფუჭ პროექტებში. მიენდეთ თვითდინებას. პირადსა თუ საქმიან სფეროში გარკვეული საკითხების მოგვარება მხოლოდ დროის საკითხია.

კირჩხიბი

იყავით მეტად თავშეკავებული, ნუ ენდობით ადამიანებს რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ეცადეთ მეტი დრო ოჯახის წევრებთან და ახლობელ დამიანებთან ერთად გაატაროთ.

ლომი

მეტად დაეყრდენით ფაქტებსა და გამოცდილებას. ასევე ნუ დაგავიწყდებათ ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომელსაც ბოლო დროს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობთ.

ქალწული

დღეს უმჯობესია დაკავდეთ ჩვეული საქმიანობით, ნურაფერს წამოიწყებთ ახალს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, მათთან მეტი დრო გაატარეთ.

სასწორი

იყავით ზომიერი, დაზოგეთ საკუთარი დრო და ნერვები უსარგებლო და ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტისგან. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს.

მორიელი

დღეს მეტად ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას. წარმატებულია დღე საქმიანი კავშირების გასამყარებლად, ფინანსური ოპერაციებისთვის.

მშვილდოსანი

აქტიური დღეა, შეხვედრები, მოლაპარაკებები, წვეულებები, მოსაწყენად არ გცალიათ, თუმცა სპონტანურ ქმედებას ვარსკვლავები არ გირჩევენ, განსაკუთრებით გრძნობებთან დაკავშირებით.

თხის რქა

ეცადეთ მეტად დაისვენოთ, მოწყდეთ ყოველდღიურ რუტინას. გაისეირნეთ, მოინახულეთ საყვარელი ადგილები.

მერწყული

იაქტიურეთ,დაისახეთ ახალი მიზნები, დღე ნაყოფიერია როგორც საქმიანი აქტივობებისთვის, ასევე პირადი ურთიერთობების დალაგება-მოწყობისთვის.

თევზები

თვალი გაუსწორეთ რეალობას, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები, დაიხმარეთ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად მეგობრები.

loading...
Next Post

(ვიდეო) ნაციონალების 5 ლარიანი ქალი - რეაქციაში ანრი ბიბინეიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა

გაზიარება loading... Loading... (ვიდეო) ნაციონალების […]