NATO-მ მთავარ საფრთხედ რუსეთი და ტერორიზმი დაასახელა

geoinformer

რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, ამის შესახებ საუბარია  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 29 ქვეყნის ერთობლივ რეზოლუციაში.

NATO-ს წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ალიანსი მიიღებს ზომებს რუსეთის მიერ მცირე და საშუალო ზომის რაკეტების განლაგების საპასუხოდ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია ღიაა დიალოგისა და რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის, როდესაც რუსეთის ქმედებები ამას შესაძლებელს გახდის.

რუსეთთან ერთად, საფრთხედ მიჩნეულია გლობალური ტერორიზმიც.

ალიანსი მზადყოფნას აცხადებს წინ აღუდგეს საფრთხეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენ ჩვენი სამხედრო ძალების, საშუალებების, სტრატეგიის და გეგმების ადაპტირებას ვახდენთ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი მიდგომის შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ ჩვენი ძალების მზადყოფნის დონე, ნებისმიერ საფრთხეზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით რეაგირებისთვის, აღნიშნულია დოკუმენტში.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

2019 წლის 5 დეკემბრის მონაცემებით სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა 35%-ით შემცირდა

გაზიარება 2018 წლის სტატისტიკურ მონაცემებთან […]