სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

geoinformer

საბურთალოზე სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რამდენიმე პირი ქუჩაში მდგომ მამაკაცთან მივიდა, თუმცა უცნობია, მას რაზე ესაუბრებოდნენ.

ცოტა ხანში, თვითმხილველების თქმით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს, ის უკვე გადაყვანიალია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში.

Next Post

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ადმინისტრაციის, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, პოლონეთის რესპუბლიკაში რეადმისიის უკანონოდ აღიარებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ”, -ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. […]

Subscribe US Now