საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში – 7 მთავარი კერძი!

geoinformer

Loading...

„ბედის ირონია“, „ცისფერი ეკრანი“ და საახალწლო მაგიდა, რომელიც წარმოუდგენელი იყო ამ კერძების გარეშე და რომლებიც, 60-70-იანების თაობას, უბრალოდ, ბავშვობას გვახსენებს…

1. სალათი „ოლივიე“

საბჭოთა სალათების „დედოფალი“, ცოტა ბოსტნეულით და ბევრი მაიონეზით. 

2. სალათი „მიმოზა“

ლამაზი სალათი, რომელსაც ყვავილის სახელწოდება ჰქონდა და გარეგნულადაც ჰგავდა. ბავშცვებს, მახსოვს, არ გვაჭმევდნენ, რადგან თევზით კეთდებოდა. მტავარი ინგრედიენტები იყო: კარტოფილი, ხახვი, კვერცხი და ძალიან ბევრი მაიონეზი. 

3. სალათი „შუბა“ ქაშაყით

კიდევ ერთი ტრადიციული საბჭოური სალათი, რომელიც უცხოელების გაოცებას დღემდე იწვევს. შებოლილი ქაშაყით, ჭარხლით, კარტოფილით, კვერცხით, სტაფილოთი, ზოგჯერ – ვაშლითაც და, რაღა თქმა უნდა, ბევრი მაიონეზით.

4. „ხალადეცი“

გახსოვთ, ფრაზა „ბედის ირონიიდან“: „Какая гадость… какая гадость эта ваша заливная рыба!“

მართლაც, თევზის „ხალადეცის“ მომზადებას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდებოდა, რათა ხარშვისგან თევზი არ ჩაშლილიყო და ნადია შეველიოვასავით არ „შერცხვენილიყავით“. ამიტომ, ძირითადად, ლაბას ღორის თავ-ფეხისგან ამზადებდნენ.

5. ბუტერბროდები ხიზილალით 

თუკი საბჭოთა დროს ხიზილალას კოვზით ჭამდნენ, ახლა ის დელიკატესია. რა თქმა უნდა, ყველგან იყიდება, თუმცა ძალიან ძვირია. არადა, პუზე გადასმული კარაქი ხიზილალით, ნამდვილად ღვთაებრივი საჭმელია!

6. ნაპოლეონი

დესერტი, რომლითაც სრულდებოდა საახალწლო სუფრა საბჭოთა კავშირში. ამ ნამცხვარს, რა თქმა უნდა, სახლში ამზადებდნენ და იგი საოცრად გემრიელო იყო. ამიტომ, თუ ტრადიციის გამეორება გსურთ, ნუ იყიდით, თავად მოამზადეთ. 

7. მანდარინი

ანანასი და ბანანი მაშინ მხოლოდ ბურჟუების მაგიდაზე იდო, ამიტომ საბჭოთა ხალხი მანდარინით კმაყოფილდებოდა. თან იმდროინდელს თითქოს სულ სხვა გემო ჰქონდა. 

და ბონუსად –  „სოვეტსკოე შამპანსკოე“ 

ამ ცქრიალა ღვინის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელი იყო და ეს სავსებით ბუნებრივია – შამპანური ხომ მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. სხვათა შორის, საექსპორტოდ გამიზნულ ამავე სასმელს „სოვეტსკოე იგრისტოე“ ერქვა. დაარქმევდი „შამპანურს” და მაგ დასახელებისა და სავაჭრო ნიშნის პატრონი ფრანგები ტყავს გაგაძრობდნენ!

loading...
Next Post

კვლევა: კლიმატის ცვლილების გამო ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

გაზიარება Loading... კლიმატის ცვლილება და […]