თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

geoinformer

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.

კამპანია ჰეშთეგით #ყველაიმსახურებსქონდესსახლი მიმდინარეობს. ამ კამპანიაში ჩასართველად კი „ჩემი სახლი“ საქართველოს მასშტაბით სხვა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს იწვევს.

როგორც „პირველს“ კომპანიაში განუცხადეს, მათი ინიციატივით ამ ეტაპზე 5 სახლი დაიდგა დიდ დიღომში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის პარკსა და გლდანში.

ჯამში 10 სახლის დადგმა იგეგმება. დანარჩენი ლოკაციები კი, სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ გვერდზე მოსახლეობის მიერ გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად განისაზღვრება.

„ზამთარში, სიცივეში, ქუჩაში უპატრონო ძაღლები დადიან, ჩვენი მიზანია, რომ მათ ჰქონდეთ სახლი. კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც გააკეთებენ იგივეს. ამ ეტაპზე მარტო ჩვენ ვართ ინიციატორები“, – აცხადებენ „ჩემი სახლი“-ში.

კომპანიის წარმომადგენლები მოსახლეობასაც მოუწოდებენ, უპატრონო ძაღლები საკვებით უზრუნველყოფაში ჩაერთონ.

Next Post

მეცნიერები: ზოგიერთ წვნიანს მალარიის საწინააღმდეგო თვისება აქვს

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზოგიერთ ტრადიციულ ბოსტნეულისა და ხორცის წვნიანს შეუძლია პარაზიტ Plasmodium falciparum-ის სასიცოცხლო ციკლი შეწყვიტოს, რომელიც ადამიანებში მალარიას იწვევს. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს. ექსპერტებმა სახლში მომზადებული 55 წვნიანის თვისება შეისწავლეს, რომელიც ლონდონის დაწყებით სწკოლაში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა მიიტანეს. წვნიანებს, რომლის რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა, აქტიურად იყენებენ გაციებასთან საბრძოლველად. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ […]