გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

geoinformer

Loading...

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით…

ვერძი

ვერძის სუსტი წერტილი ისეა შენიღბული, რომ მისი აღმოჩენა რთულია. ქალი-ვერძი – ეს არის ფოლადი, კლდე… მას ვერანაირი წყენა და შეურაცხყოფა ვერ გამოიყვანს წყობილებიდან. თუმცა მას აქვს „სუსტი“ წერტილი, რომელსაც , საჭიროების შემთხვევში, შეგიძლიათ ნაზად შეეხოთ. თუ ვერძს ჯიბრით მოექცევით, იგი საახალწლო პეტარდივით აფეთქდება. რა თქმა უნდა, არ უნდა შეიმჩნიოთ, რომ განგებ გააღიზიანეთ, თორემ ის ისე გამოვა წყობილებოდან, რომ კერძით სავსე ქვაბს თავზე ჩამოგამხობთ.

კურო

თუკი ქალ-კუროს იგნორირებას გაუკეთებთ, იგი არამხოლოდ გაგინაწყენდებათ, არამედ ატირდება, განმარტოვდება და შურისძიებასაც დაგეგმავს. მოკლედ, მიხვდით ხომ, რა არის მისი სუსტი წერტილი?

არადა ასეთი მომხიბვლელი ქალის იგნორირება ძნელია. სოცქსელებშიც იგი დედოფალია. მისი ფოტოს ქვეშ ყოველთვის აღფრთოვანებული კომენტარებია. თკი თქვენ საწინააღმდეგოს დაწერთ, იმწამსვე შავ სიაში აღმოჩნდებით. შემდეგ კი ძალიან უნდა ეცადოთ, რომ თვალში არ გაეჩხიროთ – ქალი-კურო ხომ შურისძიების დიდოსტატია!

ტყუპი

ქალ-ტყუპს ნებისმიერის შეცდენა შეუძლია. ის ტყუილებსა და მზაკვრობაში დიდოსტატია. ტყუპის სუსტი წერტილის მოძებნა ძალიან ადვილია – ისინი მთელს სხეულსა და მთელს სულში აქვს მიმოფანტული. მაგრამ ყველაზე მტკივნეულად მაინც ერთ რამეზე რეაგირებს – საყვედურსა და კრიტიკაზე. ასე რომ, თუკი თქვენ ქალი-ტყუპის განაწყენება გსურთ, თამამად ესაუბრეთ მას  თავის ნაკლოვანებებზე, მანკიერებებსა და მინუსებზე. შემდეგ კი ეს გამანადგურებელი ტრიადა მისი შეცოდებით დაასრულეთ, შეიძლება ცოტა ცრემლიც მიაყოლოთ… და რა მოხდება შემდეგ? გირჩევნიათ, იმ იქაურობას  თავგუდმოგლეჯით გაეცალოთ!

კიბორჩხალა

ქალი-კიბორჩხალა იმდენად ბუტია ნატურაა, რომ მისი გაბრაზება ერთი სიტყვით ან ერთი შეხედვითაც კი შეიძლება. შეხვედრისას თუკი არ ეცდებით და ენის მოჩლექით არ მიესალმებით, იმწამსვე შეგიტანთ „უხეში და ხეპრე“ ადამინების სიაში. თუმცა არსებობს ერთი მაგრამ: ქალი-კიბორჩხალა არაფრით არ შეიმჩნევს შეშფოთებას. მას მაშინაც მომღიმარი სახე ექნება, თქვენგან მთელი რიგი საზიზღრობებიც რომ ისმიოს. მოკლედ, იგი დიდი არტისტია!

ლომი

ქალი-ლომის სუსტი წერტილების შემჩნევა ძალიან ადვილია. მიართვით მას ვადაგასული შოკოლადი ან, ალისფერი ვარდების ნაცვლად, გვრილები. თუმცა მისგან მწარე კრიტიკას ნუ ელოდებით. იგი, უბრალოდ, ადგება და საკუთარი ცხოვრებიდან ამოგშლით.

მაგრამ თუკი ქალ-ლომს ვინმე განგებ მიაყენებს შეურაცხყოფას, თანაც – საზოგადოებაში, მას ძალიან ცუდი ამბები ელის. დაამცირო დედოფალი და თანაც სახალხოდ? ამას ის არასდროს გაპატიებთ.

ქალწული

ქალი-ქალწულის სუსტი წერტილი იმდენად აშკარაა, რომ იმწამსვე შეამჩნევთ. უბრალოდ, მის თავმოყვარეობაზე მიიტანეთ იერიში და  მის მაღალ ამბიციებს შეეხეთ. ამ დროს მზად იყავით მოურიდებელი გინების კორიანტელითვის, რომელსაც მამა-ღმერთიც კი ვერ შეაჩერებს. ქალწულს კიდევ უფრო ძლიერ და დიდი ხნით გააბრაზებთ, თუკი გაცილებით ხარისხიანად და სწრაფად გააკეთებთ იმას, რაც მან წინა დღეს  ჩაიფიქრა. და რაღა თქმა უნდა, დამსახურებულად მიიღებთ შექებასა და საჩუქრებს. ქალწული ბნელ ადგილას ჩაგისაფრდებათ და ფეხს გამოგდებთ დასაცემად. რა, აღარ მოგინდათ მისი გაბრზება?

სასწორი

სასწორის გაბრაზებაზე ნურც იოცნებებთ. იგი იმდენად გულუბრყვილო, ნდობისთვის განწყობილი და მხიარულია, რომ მას ვერანაირი კრიტიკითა და შეურაცხყოფით ვერ გააღიზიანებთ. იგი თითქოს ჯავშანში ზის. სასწორი ყველაფერში მშვენიერებას, სილამაზეს, მადლს ხედავს და არა – გასაკრიტიკებელ დეტალებს. თუმცა მაინც არის ერთი რამ, რასაც ქალი-სასწორი ვერ იტანს – ეს არის უხეშობა! ამას მისი გული ვერ გაუძლებს. არა, რა თქმა უნდა, არ დაიფლითება, მაგრამ ძალიან დაიტანჯება. ცრემლების ნიაღვარიც დაიწყება და დარდს ბოლო არ ექნება.

მორიელი

ქალი-მორიელის ნატურის ბოლომდე გაგება ყველას არ შუძლია. უფრო სწორად – არავის! უბრალოდ, ნატრობენ მისი სუსტი წერტილის მოძებნას, რათა სასოწარკეთამდე მიიყვანონ. არადა თუკი დაუკვირდებით, მისი სუსტი წერტილი ძალია სააშკარაოზეა. საჭიროა მხოლოდ ერთხელ უთხრათ ამ ქალბატონს „არა“, რომ იგი გაცოფდება. ოღონდ, გარეგნულად ამას არ გაჩვენებთ, მხოლოდ ნაპერწკალი გაუკრთება გაშეშებულ თვალებში. შემდეგ კი დაიწყება მარადიული შურისძიება, რომელსაც ვერავინ გაექცევა.

მშვილდოსანი

ქალი-მშვილდოსანის ირონია და სარკაზმი ყველასთვის ცნობილია, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება. ჰოდა, სწორედ ესინია ამ ქალბატონის სუსტი წერტილებიც. თუ ამ წერტილებზე მძაფრად შეუტევთ, იგი ძალიან იდარდებს და ინერვიულებს. რაც უფრო სერიოზულად მიუდგებით მის სარკაზმსა თუ ხუმრობებს, მით უარესი ქალი-მვიდლდოსანისთვის. იგი ხომ დარწმინებულია, რომ მისი ხუმრობები და შეფასებები უნაკლოა, თქვენ კი აგრძნობინებთ, რომ იგი სულელი პატარა გოგოა. 

თქის რქა

ერთი შეხედვით ქალი-თხის რქა თითქოს რკინის მავთულისგან არის ნაქსოვი, სუსტი წერტილები არ აქვს, მისი ნერვული სისტემა კი რკინა-ბეტონივითაა. სინამდვილეში ასე არ არის. სცადეთ და გააღიზიანეთ ან მოატყუეთ იგი, მაშინავე მიხვდებით, რომ ეს არ უნდა გექნათ. იგი ნამდვილი ლედივით დაიტანჯება. ძნელი წარმოსადგენია, იგი ვინმემ მიატოვის, ის ხომ ყოველმხრივ მშვენიერია. მაგრამ თუკი ასეთი რამ მაინც მოხდება, ქალი-თხის რა დატანჯავს თავის გამბრაზებელს შეკითხვებით „რატომ გამიკეთე ეს, ჩემო ძვირფასო?“

მერწყული

იმისთვის, რომ ქალი-მერწყული გააბრაზოთ, ძალიან უნდა მოინდომოთ. რეალურად ხომ მას მართლაც არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც შეიძლება, წყობიდან გამოიყვანოთ. მერწყული ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, მასთან ურთიერთობა საინტერესო და სახალისოა. მაგრამ თუკი  მაინც გადაწყვეტთ მის გაბრაზებას, ამისთვის თვალებში ჩახედეთ და უთხარით, რას ფიქრობთ მასზე. და რა თქმა უნდა, ეს გააკეთეთ მკვეთრად, უხეშად და გაზვიადებით. აი, ამას ეს ქალბატონი არ გაპატიებთ. ძალიან განაწყენდება. რაც შეეხება შურისძიებას, ქალი-მერწყული გესლიანი სულაც არ არის. თუკი ბოდიშს მოუხდით, იგი შეგინდობთ და სამუდამოდ მოგეწებებათ.

თევზები

არც ქალი-თევზებია გამონაკლისი და მასაც აქვს თავსი სუსტი წერტილები. არადა, ისინი რომ არ ჰქონდეს, იგი უკვე დიდი ხნის წინ აიღებდა საკუთარ ხელში არა მხოლოდ დედამიწის, არამედ კოსმოსის ბატონობასაც. მაინც, რა აფორიაქებს თევზებს?

მის სუსტ წერტილს კონკრეტული სახელი აქვს – მე თვითონ. ანუ, იგი მას შემდეგ, რაც სრულწოვანი გახდა, თავად შეუძლია საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.  ახალა უკვე ყველაფერი მას აწევს მხრებზე. ნუ იზრუნებთ მასზე, ნუ მოაგვარებთ მის პრობლემებს, ნუ იქნებით მისი აპეკუნი. მართალია, განმარტოებული უზრუნველ და მსუბუქ ცხოვებაზე იტირებს, თემცა ისე, რომ თვალზე გათხაპნილი ტუში ვერავინ შეამჩნიოს.

Next Post

(ვიდეო)-კმარა, გარეთ 21-ე საუკუნეა...ჩვენ არ ვართ მონები - სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

გაზიარება Loading... სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები […]