სექსი და მეხსიერება

geoinformer

Loading...

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს – ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ…

მაკჰილის უნივერსიტეტის (კანადა) მენციერებმა ამ სიტუაციის გამოსწორება სცადეს.

სტატიაში Archives of Sexual Behavior მოცემულია ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები. გამოკითხვაში მონაწილეობდა 78 ქალი 18-დან 29 წლის ჩათვლით.

ტესტი გათვალისწინებული იყო მონაწილეტა მიერ სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამახსოვრებაზე.

 

აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც უფრო ხშირად აქვს სექსი, უკეთ იმახსოვრებს როგორც სიტყვებს, ასევე ვიზუალურ სურათს, სახეებს. თუმცა, სტატიის ავტორთა ინფორმაციით, სიტყვიერი მეხსიერება უფრო „მოგებული რჩება“ სექსის შედეგად.

სავარაუდოდ, ნეირობიოლოგიური მექანიზმი აქაც იგივეა, რაც მამრების შემთხვევაში, – ამბობენ სტატიის ავტორები, –  თუმცა ცხოველებზე დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარება მაინც საჭიროა.

ასევე საინტერესო იქნებოდა იმის გარკვევა, აქვს თუ არა მნიშვნელობა სექსუალური აქტის ხარისხსა და ხანგრძლივობას. 

ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეხსიერებაზე ასეთივე სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს სპორტი და, ზოგადად, აქტიური ცხოვრების წესი. 

როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევაში სექსი უნდა განვიხილოთ, როგორც ფიზკულტურის ერთ-ერთი სახეობა.

 

loading...
Next Post

რა აკავშირებდა კიევში მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან და ვინ შეუკვეთა ქართველი ბიზნესმენის მკვლელობა?

გაზიარება Loading... ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ […]