მსოფლიო პატრიარქის სახლში მძარცველები შეიჭრნენ

geoinformer

სტამბოლში, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, სამი ნიღბიანი მძარცველი მსოფლიო პატრიარქის სახლში შეიჭრა, როდესაც სახლში მხოლოდ მოახლე ქალი იმყოფებოდა. ინციდენტი 16 ნოემბერს მოხდა. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც გამოძიება დაიწყო. ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველებს არაფერი წაუღიათ.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს სახლი სტამბოლის დაცულ რაიონში მდებარეობს. უცნობია, თუ როგორ შეძლეს მძარცველებმა სახლში ისე შეღწევა, რომ ისინი დაცვის სამსახურს არ შეუმჩნევია.

Next Post

ემუქრება თუ არა საქართველოს შავი ჭირი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტება

როგორც “პირველს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ჩინეთში დაფიქსირებული შავი ჭირის ორი შემთხვევა საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. “შავი ჭირი პერიოდულად არის ხოლმე. წელს მონღოლეთშიც იყო ორი შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარი გახდა ავად. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის ხოლმე ერთი- ორი შემთხვევა თითქმის ყოველწლიურად. ბევრ ქვეყანაში […]

Subscribe US Now