ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

geoinformer

Loading...

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!

ვეშაპმა კუდის ერთი მოქნევით გონდოლიერების რამდენიმე ნავი ჩაძირა. სამწუხაროდ, გონდოლის ერთი მგზავრი დაიღუპა კიდეც.

როგორც ჩანს, გლობალურმა დათბობამ ვეშაპს გზა-კვალი აუბნია და იმის მაგივრად, რომ ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ გაეცურა, გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვაში აღმოჩნდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ვენეციის ნაპირებს ვეშაპი მოადგა,

პირველად ეს მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა. იმ დროს ქალაქი შიმშილობდა და ამიტომაც ვენეციელებმა ვეშაპი მოკლეს და შეჭამეს.

დღეს, საბედნიეროდ, არც ომია და არც შიმშილობა და არც არავინ აპირებს ვეშაპის შეჭმას, მაგრამ ამ დიდმა თევზმა საკმაო პრობლემები გააჩინა. როგორც ზემოთ ვთქვით, თავისი მოცეკვავე კუდით მან რამდენიმე გონდოლა ჩაძირა.

საბოლოოდ, გარემოსდამცველებმა შეძლეს და ვეშაპი აიძულეს სამეცნიერო გემზე დამონტაჟებულ სონარს მიჰყოლოდა.

ვეშაპი ზღვაში გაიყვანეს და გადაარჩინეს, მაგრამ, საუბედუროდ, მსხვერპლის გარეშე მაინც ვერ გადარჩნენ. ვეშაპის კუდით გადატრიალებული გონდოლის ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა – 56 წლის პოლონელი ბიზნესმენი იოჟეფ გალჩიკი.

ვენეციელებს ხშირად აქვთ შეხება ზღვის ცხოველებთან და ეს ყოველთვის დადებით ემოციებს არ იწვევს.

გასული წლის ბოლოს დელფინების აგრესიული საქციელის გამო წყალში გადავარდნილი ხუთი გონდოლიერი  მაშველებმა ძლივს გადაარჩინეს.

loading...
Next Post

ნატო კოსმოსში ოპერატიულ საქმიანობას იწყებს

გაზიარება Loading... კოსმოსი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის […]