2020 წელი – გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებისთვის

geoinformer

loading...

Loading...

2020 წელი თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადია. უძველესი დროიდან ეს მღრღნელი სახლში სიმდიდრისა და ქონების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მოდით, ვნახოთ, როგორ შეძლებს მასთან საერთო ენის გამონახვას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

ჯიუტი და ზოგჯერ ფეთქებადი ვერძები თავიდან ვერ იპოვიან საერთო ენას 2020 წლის მასპინძელთან. პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებას მიჩვეულ ვერძს გაუჭირდება იმ სკურპულოზურობასა და სიბეჯითესთან შეგუება, რაც ვირთხას ახასიათებს საქმის კეთებისას. თეთრი მეტალის ვირთხას ძლიერი ხასიათი აქვს. მასზე არც შეტევა მოქმედებს და არც – შიმშილობის გამოცხადება. ვერძს მხოლოდ ერთი გზა აქვს ვირთხასთან დამეგობრებისთვის – დიპოლმატია!

გაფრთხილება ვერძებს:

ვერძებს 2020 წლისთვის მოუწევთ, ისწავლონ დიპლომატია და ბალანსის დაცვა როგორც გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, ასევე საკუთარი რესურსების ხარჯვაშიც. ეკონომიურობა, საქმეების დელეგირება და გონივრული განაწილება – ეს ის მთავარი ხიმინჯებია, რომლებსაც ეფუძნება ვირთხის სიმპათია ვერძების მიმართ.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კურო თეთრი მეტალის ვირთხის საყვარელი ნიშანია. ორივე მათგანს უყვარს სითბო და სიმყუდროვე. ორივე აფასებს კომფორტსა და ხვალინდელ დღეს. კურო 2020 წლის მასპინძლისთვის შესანიშნავი მეწყვილეა, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“ – კურო ჯიუტია, რაც დიდად არ მოეწონება გაწონასწორებულ ვირთხას.

კუროები არც ისეთი ეკონომიურიები არიან, როგორიც ვირთხა ისურვებდა. კუროს უყვარს გემრიელად ჭამა, მაგრამ სულაც არ არის მზად იმისთვის, რომ ეს საკვები თავად მოიპოვოს. კუროებს უფრო რეალისტები უნდა გახდნენ. გაიგეთ, რომ ვარდისფერი სათვალი აღარ არის მოდური.

გაფრთხილება კუროებს:

2020 წელს კუროებს მოუწევთ, კიდევ ერთხელ გაიარონ ცხოვრების სკოლა. ისინი ადამიანურ ურთიერთობებში ბევრ სიახლეს აღმოაჩენენ. ისწავლიან სახლის სადილის ისევე დაფასებას, როგორც მაღალი კლასის რესტორნის საკვები აღაფრთოვანებთ. და საერთოდაც – სახლში მომზადებული ხომ უფრო „შინაური“ და ამიტომ უფრო გემრიელია?!

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)

2020 წელი ტყუპებისთვის წარმატებით ჩაივლის. და ამის მთავარი მიზეზი ტყუპების მოხერხებულობაა. ტუპები ვირთხის ყველაზე რთულ ამოცანებსაც იოლად გაართმევენ თავს. ყველაზე რთულ სამუშაოს სხვა ნიშნებს გადააბარებენ, ხოლო ამ დროს თავად უფრო საინტერესო საქმით დაკავდებიან.

ვირთხა ძალიან საზრიანია მღრღნელია, მანევრირების კარგი უნარით. ტყუპებს კი შეუძლიათ, იამაყონ საოცარი გონებამახვილობით და ყველაზე ბნელ კუთხეშიც კი მიაგნონ იმას, რაც იქ ჩაკარგულა ან საგანგებოდ გადაუმალავთ. და როგორ შეიძლება, ეს ვირთხამ არ დაუფასოს?!

გაფრთხილება ტყუპებს:

2020 წელს ტყუპებს არასასიამოვნო სურპრიზები არ ელოდებათ. ერთდადერთი, რასაც ტყუპებისგან თეთრი მეტალის ვირთხა ითხოვს – ეს საზრიანობაა. თუკი გონების თამაშები ვინმეს მომავლის შიშს გაუჩენს, საზრიანი ტყუპებისთვის ეს მხოლოდ გასართობი უნდა გახდეს.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

მგრძნობიარე და ემოციურ კირჩხიბებს თავიდან ცოტა გაუჭირდებათ მზაკვარ ვირთხასთან საერთო ენის გამონახვა. თუმცა ამის შანსი მაინც არსებობს. 2020 წელი კირჩხიბებისთვის ღირებულებების გადაფასებისა და დაფიქრების პერიოდია.

თეთრი მეტალის ვირთხა, თავისი კოსმიური წარმოშობის მიუხედავად, მაინც უბრალო მღრღნელია. მისთვის უცხოა კირჩხიბის ემოციები, მაგრამ ამის მუახედავად, ისიც, კიჩხიბივით, ზრუნავს თავის ნაშიერებზე და მაგისტრის ხარისხი აქვს შვილების აღზრდაში.

გაფრთხილება კირჩხიბებს:

2020 წელი კირჩხიბებისგან მოითხოივს გადამწყვეტ მოქმედებას და ამავდროულად, გონივრულ გადაწყვეტილებებს. მათთვის ეს საკუთარ თავზე გამარჯვების პერიოდია. მთავარია, წარსულს არ ჩაებღაუჭოთ და ყველაფერი გამოგივათ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომი – ზოდიაქოს ნიშნების მეფე – არა ერთსა თუ ორ საყვედურს მიიღებს ჩუმჩუმელა და არამეგობრული ვირთხისგან. ვირთხა მეფეს ვერ დააჩოქებს, მაგრამ ცოტათი მაინც გაწვრთნის.

ლომები 2020 წელს მოკრძალებულობას ისწალიან. მართალია, ვირთხა მხოლოდ და მხოლოდ მღრღნელია, თუმცა გაიხსენეთ, რომ სწორედ მისი ეშინია ყველაზე მეტად უზარმაზარ სპილოს.

გაფრთხილება ლომებს:

თეთრი მეტალის ვირთხა შეგახსენებთ: მეფეს მეფედ აქცევს არა ლამაზი სამოსი და მდიდრული წვეულებები, არამედ – სხვა ადამიანები. მათი თანხმობის, თანადგომისა და სიყვარულის გარეშე ვერცერთი მმართველი ვერ გადაურჩება სასახლის ინტრიგებსა და რევოლუციებს.

ლომებს მოუწევთ, უფრო ნაკლებად იყვნენ ჩაციკლულები საკუთარ პერსონაზე. ახლა დროა, ცის კაბადონიდან ჩამოხვიდეთ და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში დიდსულოვნება გამოავლინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში – რევოლუციას მიიღებთ!

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწული და თეთრი მეტალის ვირთხა საერთო ენას ადვილად გამონახავენ. ამ ერთსულოვნების საფუძველი კი მათი ხელმომჭირნეობა და მიზანდასახულობაა.

2020 წელი ქალწულისთვის მშვიდად ჩაივლის. ვირთხა შრომისა და აკურატულობის მოყვარულია, რაც ახასიათებს კიდეც ქალწულს. თუმცა მან არ უნდა დაივიწყოს ვირთხის მზაკვრული ბუნება და მუდამ მზად უნდა იყოს ბედის უეცარი შემობრუნებისთვის.

გაფრთხილება ქალწულებს:

თქვენს ცხოვრებაში რამე უსიამოვნება რომც მოხდეს, ეს არ იქნება 2020 წლის მასპინძლის ბოროტი განზრახვით. თეთრმა მეტალის ვირთხამ იცის, რისი გაკეთება შეუძლია ქალწულს, როდესაც ის საქმეს ჰკიდებს ხელს. 2020 წლის სიმბოლომ ქალწულს შეიძლება მხოლოდ იმ მიზნით შეუქმნას პრობლემები, რომ დატკბეს ყურებით, თუ როგორ იოლად ახერხებს ქალწული ყველაფრის მოგვარებას.

სასწორი (23 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორს და თეთრი მეტალის ვირთხას საერთო ტალანტები აქვთ. სასწორებს 2020 წელს საკუთარი თავის რეალიზებისთვის არაერთი შანსი მიეცემათ. 2020 წლის მასპინძელი მათ საინტერესო კარიერულ წინადადებებსა და სასარგებლო ნაცნობობას ჰპირდება.

გაფრთხილება სასწორებს:

თუკი 2020 წელს მაინც გამოჩნდება ისეთი რამ, რაც სასწორების წონასწორობას დაემუქრება, ეს, ისევ და ისევ, მათი ხასიათია. ჰაერის სტიქია, რომელსაც სასწორი მიეკუთვნება, არა მხოლოდ ზურგის ქარი, არამედ ზოგჯერ ქარაფშუტობის მიზეზი ხდება. თეთრი მეტალის ვირთხა კი სასწორისგან ისეთივე მუდმივ კონცენტრირებულობას მოითხოვს, როგორიც თავად ახასიათებს. ვირთხამ იცის, რამხელა შესაძლებლობები აქვს სასწორს, რომლის რეალიზება მხოლოდ სასწორზეა დამოკიდებული.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მორიელსა და ვირთხას ადამიანის სულის დაფარული მხარეების ინტერესი აერთიანებთ. პირქუში მორიელი, რომელსაც პატარა, დაბურული პლუტონი მართავს, თეთრ მეტალის ვირთხაში კარგ თანამოსაუბრეს იპოვის. ვირთხა, თავის მხრივ, პატივს სცემს მორიელის გამჭრიახობას და მზად იქნება მასთან მეგობრობისთვის.

თუმცა 2020 მორიელებისთვის ის პერიოდია, როცა ვირთხამ შეიძლება მასთან ნებისმიერი საუბარი დაიწყოს სიტყვებით: ხომ გეუბნებოდი.

თეთრი მეტალის ვირთხა სწორხაზოვნობის მაგალითია. მას სძულს ბუნდოვანება და თვალთმაქცობა, არადა ეს ხომ მორიელის სტიქიაა.

გაფრთხიოლება მორიელებს:

2020 წელს ნუ დაელოდებით დიდ გამარჯვებებსა და ახალ წარმატებებს. სამაგიეროდ კომფორტი, სიმშვიდე და ხვალინდელი დღის იმედი არ მოგაკლდებათ.

მშვილდოსანი ( 23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსანი – ზოდიაქოს წრის მთავარი ინოვატორი – შეძლებს ვირთხისთვის თავის მოწონებას. მიუხედავად ხელმომჭირნე და საქმიანი ბუნებისა, ვირთხა გიჟდება თავგადასავლებზე.

გაფრთხილება მშვილდოსნებს:

2020 წელს ნუ გექნებათ რაღაც დიდი და საოცარი ამბების მოლოდინი. თუმცა ეს წელი გამორჩეული იქნება ახალი სასარგებლო ნაცნობობით, ფინანსური შემოსავლებითა და მოგზაურობითაც კი.

თეთრი მეტალის ვირთხა სრულად იზიარებს მშვილდოსნის ცხოვრებისეულ პოზიციებს. მას მოსწონს ის შეუპოვრობა, რომელიც მშვილდოსანს პრობლემების მოგვარებისას ახასიათებს. თუკი მშვილდოსანს რაღაც საფრთხისთვის მზადყოფნა ჰმართებს, ეს მხოლოდ ვირთხის პატარა ოინები იქნება. ისე კი მთელი წელი სერიოზული პობლემების გარეშე ჩაივლის.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

თხის რქა – ზოდიაქოს წრის ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანი – უცებ ვერ ჩაწვდება თეთრო მეტალის ვირთხის მოტივებს. თხის რქა მიიჩნევს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერს არამხოლოდ თავის ფასი, არამედ თავისი დანიშნულება აქვს. დანიშნულებად იგი მიიჩნევს არა ტალანტს ან ღვთიურ ნიშნებს, არამედ საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანას. ჰოდა, ამიტომ ბევრი ფიქრი მოუწევს იმაზე, თუ სარგებელი აქვს ვირთხას.

თავად 2020 წლის მასპინძელი კი თხის რქის ასეთ მიუხვედრობაზე გულიანად იცინის. მთელი 366 დღე ვირთხას სკეპტიკურად განწყობილი თხის რქის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ექნება. ჰოდა, თუკი თხის რქებს გსურთ, 2020 წელი სიამოვნებაში იცხოვროთ, ვირთხის სიძლიერე უნდა დაიჯეროთ.

ვირთხაზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს თხის რქის შრომისმოყვარეობა. მისი გაბუქებული საქმინი იერი კი ცოტა ღიმილსაც ჰგვრის, ამიტომ ვირთხა თხის რქას არასდროს გაუბრაზდება.

გაფრთხილება თხის რქებს:

2020 წელს თხის რქები იღბლიანთა შორის იქნებიან. არა, აქ საუბარი არ არის ჯეკპოტის მოგებაზე, არც ძვირფასეულობით სავსე ტომრის პოვნაზე. ეს წელი დახუნძლული იქნება სასიამოვნო სიურპრიზებით, რაც, საერთო ჯამში, დიდი ქონების თუ არა, პირადი ბედნიერების მომტანი ნამდვილად იქნება.

მერწყული (21 იანვარი – 18 ტებერვალი)

ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, მერწყულმა შესაძლოა, თეთრი მეტალის ვირთხა ძალიან გააბრაზოს. მერწყული მუდმივად ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებისთვის, მოდერნიზაციისთვის, ამ დროს კი ვირთხა კონსერვატიულობისა და ტრადიციონალიზმის დამცველია.

გაფრთხილება მერწყულებისთვის:

მერწყულებს 2020 წელს საკუთარი იდეების ხორცხშესხმისთვის უზარმაზარი ძალისხმევის გაწევა გელით. თანაც, იდეა რაც უფრო ინოვაციურია, მით მეტი პრობლემა დახვდებათ გზაზე. ვირთხა არ ენდობა ახალ ტენდენციებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერწყულს ყველა პროექტის განხორციელებაში ბრმად შეეწინააღდეგება. უბრალოდ, მერწყულებს მეტი შრომა მოგიწევთ. და როცა ვირთხა დარწმუნდებათქვენი განზრახვის სერიოზულობაში, წინააღმდეგობასაც შეწყვეტს.

თევზები (19 ტებერვალი – 20 მარტი)

თევზები – ზოდიაქოს დიდი ბავშვია. სანამ თხის რქები კარიერას იწყობენ, კირჩხიბები კი შვილებს ზრდიან, თევზები საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ. რეალისტ ვირთხას ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ მოსწონს.

თევზები და ვირთხა სხვადასხვა სამყაროდან არიან. სანამ თევზები რომელიმე მუზეუმში შედევრებს ათვალიერებს, ვირთხა იმაზე იმტვრევს თავს, როგორ გასწიოს ეკონომია პროდუქტების შეძენისას და მოასწროს სახლის დალაგება დღესასწაულამდე.

და მაინც – ისინი შეძლებენ საერთო სასაუბრო თემის გამონახვას.

გაფრთხილება თევზებს:

2020 წელს თევზებს მოუწევთ, ცოტა მიწაზე დაეშვან. საკუთარი პრობლემების მოგვარებას უფრო რაციონალურად მიუდექით. ნუ გადადებთ სტომატოლოგთან ვიზიტს იმ იმედით, რომ კბილის ტკივილი გაგივლით. ნუღარ აჭენებთ მკვდარ ცხენს. ჩამოქვეითდით!

2020 წელს თევზების ყოველდღიურობასა თუ პირად ცხოვრებაში უარყოფითი ცვლილებები არ იქნება, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ამ წელს აუცილებალდ მოგიწევთ, საკუთარ თავს აჯობოთ.

loading...
Next Post

არქეოლოგებმა აღდგომის კუნძულზე ქვის ქანდაკებების საიდუმლო ამოხსნეს

გაზიარება loading... Loading... არქეოლოგების საერთაშორისო […]