კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ბრწყინვალე სამეულია რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და გავეცნოთ მთელს მსოფლიოს – სალომე ზურაბიშვილი

geoinformer

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციის” მონაწილე ქართველი დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მიღწეული შედეგებით ამაყობს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი მთავარი დანიშნულება ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა-გატარებაა.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება გიმასპინლოთ. ამას აქვს 3 ძირითადი მიზეზი: ერთი, რომ ვამაყობ თავის დროზე თქვენი კოლეგა რომ ვიყავი და დიპლომატიის პროფესიას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი დავუთმე. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს ჩემი პროფესიაცაა და პრეზიდენტის რანგში ჩემი მთავარი დანიშნულებაც ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა და მისი ინტერესების დაცვა-გატარება, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. ვამაყობ ასევე იმით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც შევუდექით ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიურ ფაზას. ვამაყობ იმით, რომ ყველამ ერთად მივაღწიეთ მთავარ შედეგს – რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას, საქართველოდან თუმცა ეს ისევ გასაკეთებელია. ვამაყობ იმით, რომ მაშინ დავაარსეთ სულხან საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიის დღე და დავაარსეთ პირველი ამბასადორიალი. მიხარია, რომ ისინი იქცა მყარ ტრადიციად და სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას,” – ამბობს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ის ბრწყინვალე სამეულია, რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და მთელს მსოფლიოს გავეცნოთ.

კულტურა, მეცნიერება, სპორტი ეს ბრწყინვალე სამეულია რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და გავეცნოთ მთელს მსოფლიოს. ასევე საზღვარგარეთ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენი სამხედროები რომლებიც მოღვაწეობენ სამშვიდობო მისიებში და ვინც წარმოადგენს სრულფასოვან მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში. დღეს თქვენ უკვე გქონდათ საშუალება, ვრცლად მოგესმინათ პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკის გამოწვევების, პრიორიტეტების და მიღწევების შესახებ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Loading...
Next Post

გორში დაშინების მიზნით გატაცებული ბიჭი “გორმედის” კლინიკაში მოათავსეს

გაზიარება გორში კომბინატის დასახლებაში ძალის […]