როგორ ზრდის შვილებს „იუთუბის“ გენერალური დირექტორი?

geoinformer

Loading...

სიუზენ ვოჟიცკი, „იუთუბის“ გენერალური დირექტორი, 5 შვილის დედაა. დღეს სუზენს „ინტერნეტის ყველაზე ძლევამოსილ ქალს“ უწოდებენ. ვოჟიცკის წარმატების ისტორია – ეს განსაკუთრებული ქეისია, რომელიც ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

სიუზენი ცნობილია იმით, რომ აქტიურად ანვითარებს იდეას, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სამსახური და პირადი ცხოვრება ისე, რომ არც კარიერა დაზარალდეს და არც ოჯახური ურთიერთობები.

სიუზენმა და მისმა მეუღლემ დენის ტროპერმა (Dennis Troper), Google-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის პროდუქტ-მენეჯერმა, საკუთარი გამოცდილებით იციან, რა რთულია სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვა. ისინი ყოველ საღამოს ცდილობენ, სახლში შვილებთან ერთად ივახშმონ და ამ დროს დაიცვან ოჯახის ოქროს წესი – 18:00-დან 21:00 საათამდე დაივიწყონ სმარტფონის არსებობა.

ვოჟიცკისთვის ეს არის არა მხოლოდ ბავშვებთან მეტი ურთიერთობის საშუალება, არამედ სტრატეგიაც საკუთარი პროდუქტიულობის გასაზრდელად. როგორც თავად ამბობს, რამოდენიმე საათით სამსახურის საქმეებიდან სრულად მოწყვეტა საუკეთესო საშუალებაა, ახალი კუთხით შეხედოთ პრობლემებს და სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც იპოვოთ.

„თუ თქვენ დღე-ღამეში 24 საათი მუშაობთ, ეს სულაც ვერ იქნება იმის გარანტია, რომ წარმატებას მიაღწევთ. პირიქით  – 24-საათიანი ჩართულობა იქამდე მიგიყვანთ, რომ ღირებული იდეების განერირებას საერთოდაც შეწყვეტთ,“ – ამბობს სუზანი The Guardian-თან ინტერვიუში.

როგორც YouTube-ის პირველი პირი აღნიშნავს, მისი შვილები, მართალია, უყურებენ იუთუბს, მაგრამ აუცილებელია ბალანსის დაცვა. ამისთვის შვილებს პერიოდულად ართმევს სმარტფონებს, რათა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ოჯახთან ცოცხალ ურთიერთობაში.

– როცა ჩემს შვილებს ტელეფონებს ვართმევ, ვთხოვ ხოლმე, რომ ერთი დღე კონცენტრირდნენ რეალურ ურთიერთობებზე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როდის დაუთმონ დრო ახლობლებთან ცოცხალ კომუნიკაციას და როდის წავიდნენ ვიდეოს სანახავად თუ ინტერნეტში სხვა საქმის საკეთებლად,“ – ამბობს ვოჟიცკი.

ვოიჟესკი აღნიშნავს, რომ მშობელმა აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მართოს შვილების ვირტუალური გართობის დრო. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა სპორტი, მეცადინეობა, კითხვა და სხვა აქტივობები.

– ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გაიაზრონ ის, თუ რამდენ დროს ართმევს მათ გაჯეტები. ჩვენ, მშობლები, შვილებს ვასწავლით, როგორ მოიქცნენ ქუჩაში, რათა საფრთხე აირიდონ. სწორედ ასევე უნდა ვესაუბროთ მათ ინტერნეტში უსაფრთხოების შესახებაც, – განმარტავს იგი.

იუთუბის გენერალური დირექტორი ასევე განმარტავს, რომ მისი აზრით, ოპტიმალური ასაკი, როცა შეიძლება მოზარდს სმარტფონის გამოყენება ასწავლო, 11 წელია. ამ ასაკში ჯერ კიდევ შესაძლებელია მოზარდის ქმედებების რეგულირება, პერიოდულად სმარტფონის ჩამორთმევა და გარკვეული ჩვევის გამომუშავება, რათა დაიცვას ბალანსი ვირტუალურ გართობასა და ცოცხალ აქტივობებს შორის. მაღალ კლასებში ამის გაკეთება რთულდება, რადგან უკვე ზრდასრული ასაკი ახლოვდება, უმაღლესში ჩასაბარებლად მზადება იწყება და მშობლის კონტროლი ნულამდეც კი მცირდება,“ – ამბობს IT-სამყაროს ყველაზე გავლენიანი დედა.

Next Post

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაშავდა

გაზიარება Loading... გორის ცენტრში მომხდარი […]