რატომ ირჩევენ კარგი გოგოები ცუდ ბიჭებს?

geoinformer

Loading...

მსგავსი პარადოქსის შესახებ ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდი საუბრობდა და ამას „რაინდისა და მექალთანის“ სინდრომს უწოდებდა.

„რაინდისა და მექალთანის“ სინდრომი ვლინდება იმაში, რომ ქალს სურს კაცში ერთდროულად იპოვოს როგორც რაინდი – გაბედული, სანდო, უსაფრთხოების გრძნობას გიჩენს, ასევე მექალთანე, რომელიც მამრის სიძლიერეს და ცხოველურ ბუნებას განასახიერებს.

და მაინც, რატომ ხდება ასე?

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს არ წარმოადგენს შემთხვევითობას – ამას, როგორც მინიმუმ, 5 მიზეზი აქვს.

1. გენეტიკური მეხსიერება

პირველყოფილი წყობილების დროს, როდესაც ადამიანის მოდგმის მთავარი მიზანი გადარჩენა იყო, მკაცრი, ძლიერი, ამტანი, მონადირე მამრი ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი გახლდათ განაყოფიერების, საკვების და უსაფრთხოების მომლოდინე ქალისთვის.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. სამყარო სწრაფად იცვლება, თუმცა ამას ვერ  ვიტყვით ადამიანების ბუნებაზე. ჩვენ დღესაც გამოქვაბული ადამიანის ინსტინქტები გვაქვს. ეს ძირითადი ინსტინქტი კი ქალს ძველებურად სწორედ ასეთი აგრესიული მამრისკენ უბიძგებს, მიუხედავად მისი მორალური ნაკლოვანებებისა.

2. ადრენალინის უკმარისობა

კარგი გოგო, კარგი ოჯახიდან, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებს, რომლის ცხოვრებაც სარეცხი ფხვნილის რეკლამას ჰგავს და რომლის მომავალიც თავიდანვე ნათელია, უცებ ხვდება არამზადას. და იწყება ბობოქარი ცხოვრება…

მის გვერდით შეიძლება – გადააჭარბო სიჩქარეს, ხმამაღლა იმღერო ღამის სიჩუმეში, მოაწყო სკანდალი, ფეხშიშველმა ირბინო წვიმაში. არასდროს იცი, რა გელოდება ხვალ… მაგრამ ეს კარგი გოგოებისთვის დღესასწაულია და ეს ის თავისუფლებაა, რომელიც მათ, თურმე, აკლდათ.

ხშირად ამ არამზადას გულსატკენი „სიურპრიზებიც“ აქვს – არ ასრულებს დანაპირებს, უყურადღებოა, შეიძლება არ დაგირეკოთ და ტელეფონიც გაგითიშოთ. ამას მოჰყვება თქვენი ცრემლები და როცა, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდება, სკანდალი და ჭურჭლის მტვრევაც იწყება. მერე? მერე ის, რომ შერიგება ისეთი ტკბილია, როგორც არასდროს. და ასეა ყოველ ჯერზე. მოკლედ, კარგი გოგოს ცხოვრება „ამერიკული მთებს“ ემსგავსება – ხან ცას სწვდება, ხან მიწაზე ეშვება.  

3. დედობრივი ინსტინქტი

ქალი ისეა მოწყობილი, რომ ვინმეზე ზრუნვა მუდმივად სჭირდება. კარგი გოგო ცუდ ბიჭზე აპეკუნობას იღებს. იწყებს მის აღზრდას თავისებურად ან – ცდილობს მაინც. მერე რა, რომ ამისგან არაფერი გამოსდის – აქ მთავარია თავად პროცესი და არა – შედეგი. ქალისთვის დიდი ცდუნებაა გზააბნეული სულის გადარჩენა, რომლისთვისაც „მხოლოდ შენ ხარ ცხოვრების აზრი.“

4. აკრძალული ხილი

აკრძალული ხილისკენ ლტოლვა, რაც ევასგან გადმოგვეცა ქალებს, ჯერ კიდევ ვერავინ შეაჩერა. ამოუცნობთან ექსპერიმენტებისკენ ქალს ბანალური ცნობისმოყვარეობა უბიძგებს. რაც უფრო ხშირად გვეუბნებიან: „არ შეიძლება“, მით უფრო მძაფრდება სურვილი, გაიგო: „რა არის ეს?“ აი, კისრის წატეხვას კი იმწუთას არავინ ელოდება.

5. მაღალი თვითშეფასება

აკრძალულ ხილთან პირდაპირ კავშირშია მაღალი თვითშეფასება, რომელიც ამ შემთხვევაში ქალს დათვურ სამსახურს უწევს. „ის სხვასთან არის ცუდი, თორემ ჩემთან აუცილებლად კარგი იქნება“ – ასე ფიქრობს ქალი და, უმეტეს შემთხვევაში, ცდება.

ცუდი ბიჭი ყველაფერში დაგეთანხმებათ – მას დაპირებების მიცემაში ბადალი არ ჰყავს. შეუძლია, წლები „გამოგკვებოთ“ ტკბილი ზღაპრებით. და თუკი თქვენი არჩევანია,  ელოდეთ მისგან რაინდობას და მუდმივ ერთგულებას – ზეგ აგისრულებთ.

უბრალოდ, კაცი იშვიათად იცვლება. თქვენი ცუდი ბოჭი ყოველთვის ისე მოიქცევა, როგორც მიჩვეულია და არა ისე – როგორც თქვენ გსურთ.

 

დაბოლოს, ბონუსად: მომზდება კარგ ბიჭთან შესახვედრად

ცუდი ბიჭის მთავარი მისია, რომელიც მას კარგი გოგოს ცხოვრებაში აქვს, ეს არის ის, რომ ამზადებს ნამდვილად კარგი ბიჭისთვის.

თქვენს ცხოვრებაში ცუდი ბიჭი რომ არ გამოჩენილიყო, ვერ ისწავლიდით კარგის დაფასებას.

არამზადაზე შეყვარებული გოგო წლებთან ერთად იცვლის შეხედულებას და სწავლობს, ვისთან ღირს ოჯახის შექმნა და ვისთან – შეცდომაა.

ამაზე ნათლად მეტყველებს სტატისტიკა – საქართველოში განქორწინებების უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, სწორედ პირველ ქორწინებაზე მოდის.

 

 

p.s. და თუ მაინც გსურთ ურთიერთობის შენარჩუნება და გაგრძელება, გახსოვდეთ, რომ საკუტარ თავში ძალა უნდა გამოძებნოთ სიყვარულისთვის და არა – ეჭვიანობისთვის…

Next Post

ბავშვებს სტატუსებით რომ მიმართავთ, გგონიათ ეს ის თაობაა, გულს აუჩუყებთ და დაგიჯერებენ? სულ სხვანაირები არიან ირინა სარიშვილი

გაზიარება Loading... ირინა სარიშვილის პოსტი […]