თბილისიდან მესტიაში მონაზონმა ნარკოტიკი ჩანთით ჩაიტანა

geoinformer

“მთავრის” ინფორმაციით, მესტიის ეპარქიის ერთ-ერთი მსახური ნარკოტიკების გადატანის საქმეში ფიგურირებს.

შემთხვევა პარასკევს მოხდა. “მთავარის” კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, თბილისიდან მესტიაში მიმავალ მონაზონს სვანეთში ამანათის წაღება სთხოვეს. დედაომ პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნივთიერება მესტიაში ჩაიტანა და გეგი ჯაფარიძეს გადასცა. ჯაფარიძე საავადმყოფოს ეზოში დააკავეს და ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს.

მესტიის აღდგომის ტაძრის წინამძღვარი ამბობს რომ ამ საქმის დეტალები არ იცის, თუმცა ამტკიცებს, რომ დედაომ არ იცოდა რა იდო ჯაფარიძისთვის გადასაცემ პარკში.

“მთავრის” ინფორმაციით, გეგი ჯაფარიძე რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

Loading...
Next Post

გადახდის სისტემა Visa-ს მუშაობაში შეფერხებაა

გაზიარება საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-ს მუშაობაში […]