რა არ უნდა ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე ვირთხის წელიწადში?

geoinformer

Loading...

ნაძვის ხის მორთვას ყოველ წელიწადს გარკვეული ნიუანსები ახლავს, რომლებსაც დამდეგი წლის სიმბოლოს ხასიათის თავისებურებები განაპირობებს. 2020 წლის სიმბოლო თეთრი მეტალის ვირთხაა. ვნახოთ, რა არ უყვარს მას…

თეთრი მეტალის ვირთხის წელიწადის შესახვედრად ნაძვის ხის მოსართავად ა უნდა გამოიყენოთ:

გაბზარული სათამაშოები

გასაგებია, რომ ასეთ სათამაშოები თქვენთვის მშობლიური და ძვირფასია, მაგრამ უნდა მოიხმოთ გამბედაობა და მათ დაემშვიდობოთ. ბზარები ნეგატიურ ენერგიას იზიდავს და შეიძლება, უსიამოვნებები მოგიტანოთ.

ფისოები

2020 წლის მასპინძელი ვირთხაა, ამიტომ კატისებრთა ფიგურები, ნიღბები თუ თოჯინები ნაძვის ხეზე არ უნდა ჩამოკიდოთ – ამით შეიძლება, იღბალი დააფრთხოთ.

ყურძნის იმიტაცია

ბროლის ან მინისგან დამზადებული მოსართავები, რომლებსაც ყურძნის ფორმა აქვს, მართლაც, ძალიან ლამაზია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ყურძენი ცრემლებს განასახიერებს და უმჯობესია, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.

საათი

საათი გონებაში ჩაბეჭდილია, როგორც ახალი წლის შემობრძანების სიმბოლო. ხშირად შეხვდებით საახალწლო მოსართავებს ფერადი ციფერბლატებით. თუმცა ბრძენი ჩინელები სიფრთხილით ეკიდებიან მსგავს საგნებს. საქმე ის არის, რომ ჩინური იეროგლიფი, რომლიც სიკვდილს აღნიშნავს, ძალიან წააგავს საათის ნიშანს.  

კენტი ფიგურა

თუკი ნაძვის ხის სათამაშო ცალად გაქვთ, უმჯობესია, წელს ნაძვის ხეზე არ ჩამოკიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება სახლში მარტოობა „მოიწვიოს“.

ცოცხალი ყვავილები

ახლა მოდური გახდა ნაძვის ხის მორთვა ცოცხალი ყვავილებით. ეს ნამდვილად ძალიან ლამაზია, თუმცა მიიჩნევა, რომ ნაძვის ტოტებზე შემოხვეული ცოცხალი ყვავილები სამგლოვიარო გვირგვინს წააგავს.

შავი ფერის საგნები


შავი ფერის მოყვარულებმა შეიძლება, ეს ფერი ნაძვის ხის მორთვის დროსაც გამოიყენონ. მაგრამ ფსიქოლოგები შავ ფერს ისეთ მდგომარეობას მიაკუთვნებენ, როგორიც არის მწუხარება, დეპრესია და ა.შ. მსგავსი სათამაშოები ნაძვის ხის საზეიმო იერს ძალიან აფერმკრთალებენ.

უცნაური სათამაშოები


ვირთხას უყვარს სიმარტივე და გარკვეულობა. ამიტომ ნუ გამოეკიდებით ტრენდულ, ბრჭყვიალა და რთული ფორმის მოსართავებს და ამით ნუ გააბრაზებთ 2020 წლის მასპინძელს.

loading...
Next Post

გადაწყდა: ცოტნე გამსახურდია უცხოეთში სამკურნალოდ გადაჰყავთ

გაზიარება Loading... ახლა დგას საკითხი […]