5 საინტერესო ფაქტი ზამთარში დაბადებულ ბავშვებზე

geoinformer

Loading...

წელიწადის დროც თავისებურად მოქმედებს იმაზე, თუ როგორი იქნება თქვენი პატარა…

ეს არ არის დახასიათება ზოდიაქოს გათვალისწინებით, ეს თავისებურებები მეცნიერულმა დაკვირვებამ წარმოაჩინა.

მაშ ასე, ზამთარში დაბადებული ბავშვები:

უკეთესად სწავლობენ

იანვარ-თებერვალში დაბადებული ბავშვები თვეებით დიდები არიან იმავე წელს დაბადებულ თანატოლებზე. პატარა ასაკში კი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ზამთრის ბავშვები უფრო განვითარებულები და ფსიქოლოგიურად მომზადებულები არიან, ამიტომაც ყველაფერს უკეთ ითვისებენ.

ტანით უფრო მოზრდილები არიან

კვლევებმა აჩვენა, რომ ზამთრის ბავშვებს უფრო მეტი სიმაღლე და წონა აქვთ. ამ მოვლენის ახსნა მეცნიერებს ჯერ არ მოუნახავთ, მაგრამ ალბათ მალე ამასაც გაარკვევენ.

ხშირად დროზე ადრე იბადებიან

ზამთარში ფეხმძიმე ქალი შეიძლება უფრო ადვილად დაავადდეს გაციების ვირუსით ან გრიპით. ავადმყოფობის შემდეგ კი იზრდება ალბათობა, რომ მშობიარობა დროზე ადრე დაიწყება.

ხშირად ავადმყოფობენ

ზამთარში გარემო სავსეა ვირუსებით და ინფექციებით, ჩვილის ორგანიზმი კი ჯერ მზად არ არის მათთან შესაბრძოლებლად. ამიტომ ზამთრის ბავშვებს განსაკუთრებულად სათუთი ზრუნვა სჭირდებათ.

მგრძნობიარე კანი აქვთ

ზამთრარში ჰაერი გაცილებით მშრალია, ვიდრე ზაფხულში. სახლში ამას ადვილად დაარეგულირებთ, მაგრამ გარეთ გაყვანისას ვერაფერს იზამთ – პატარას სახის და ხელების კანი მალე გამოუშრება და დამატებით დატენიანებას მოითხოვს.

Next Post

დასახელდა პროდუქტი რომელიც ნაბახუსევთან გამკლავებაში ეხმარება

გაზიარება Loading... სამხრეკორეელი მეცნიერებისა და […]