იტალიაში 4 ქართველი ახალ წელს ქურდობისთვის დაიჭირეს

geoinformer

Loading...

ახალი წლის პირველ დღეს იტალიის ქალაქ ფასანოში 4 ქართველი ორი მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს. ინფორმაციას იტალიური ონლაინ საინფორმაციო გამოცემა აქვეყნებს.

42, 41, 29 და 35 წლის მამაკაცებს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით, ოთხივე მამაკაცი იტალიის ტერიტორიიდან 7 დღის განმავლობაში გაძევდებიან.

ქართველების ავტომობილის გაჩხრეკის შემდეგ პოლიციამ 450 ევროს ღირებულების საკვები პროდუქტები აღმოაჩინა, რომელიც მაღაზიის მენეჯერს უკან დაუბრუნეს.

loading...
Next Post

დედოფლისწყაროში მთავრი ნაძვის ხე ხანძარმა შთანთქა

გაზიარება Loading... დედოფლისწყაროში მთავრი ნაძვის […]