რუსეთის სახელმწიფო არხებმა პუტინის საახალწლო მიმართვაზე ლაიქების მრიცხველი დამალეს

geoinformer

ვლადიმერ პუტინი

Loading...

რუსეთი სახელმწიფო „პირველმა არხმა“ და „რასია 24“-მა Youtube-ის არხებზე ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საახალწლო მილოცვაზე ლაიქების და დისლაიქების მრიცხველი დამალეს. ამის შესახებ Meduza წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, გათიშულია კომენტარების ფუნქციაც. ვებგვერდის ავტორიზებულ მომხმარებლებს რგოლის მოწონება კვლავ შეუძლიათ, თუმცა მათი რაოდენობის ნახვა შეუძლებელია. „პირველი არხის“ რგოლი უკვე 100 ათას ადამიანზე მეტმა ნახა, „რასია 24“-ის ვიდეოს კი 2,7 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. 

პრეზიდენტის მიმართვა ტელეკომპანია „ენტევემ“-აც გამოაქვეყნა. კომენტარების ფუნქცია ამ არხმაც გათიშა, თუმცა მათთან სტატისტიკის ნახვა შეიძლება. რგოლს 11 ათასი ლაიქი და 46 ათასი დისლაიქი აქვს. ვიდეო 600 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

წყარო

loading...
Next Post

(ვიდეო)-ივანიშვილების საახალწლო ოჯახური ფოტოები პატარა ბერუკასთან ერთად

გაზიარება Loading... ივანიშვილების საახალწლო ოჯახური ფოტოები პატარა ბერუკასთან ერთად. ფოტოებს ცოტნე ივანიშAვილი ავრცელებს. loading...