(ვიდეო)-ჩამსხვრეული ფანჯრები, დამწვარი საახალწლო ინვენტარი – ვაკეში საახალწლო სათამაშოების მაღაზია ამბიენსეს დაიწვა

geoinformer

Loading...

ვაკეში საახალწლო სათამაშოების მაღაზია “ამბიენსეს” დაიწვა. დაზიანებულია მაღაზიის ფანჯრები და შესასვლელი კარი. ცეცხლი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღაზიის მეპატრონეები მედიასთან კომუნიკაციზე უარს აცხადებენ. შესაბამისად უცნობია ხანძრის გამომწვევი შესაძლო მიზეზები, ისევე როგორც რა ოდენობის ზარალი მიადგა მაღაზიას. იქიდან გამომდინარე რომ მაღაზიაში ექკლუზიური და საკოლექციო ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო აქსესუარები იყიდება სავარაუდოდ ზარალი დიდია.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით სხვისი კუთვნილების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

loading...
Next Post

(ვიდეო)-იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია

გაზიარება Loading... იტალიაში, ქალაქ ფაზანოში […]