მეცნიერებმა „ჯიბის ზვიგენი“ აღმოაჩინეს

geoinformer

ზვიგენი

Loading...

მცირე ზომის „ჯიბის ზვიგენი“ წყალმა მექსიკის ყურეში ჯერ კიდევ 2010 წელს გამორიყა, თუმცა მეცნიერებმა ახალ ჯიშად ოფიციალურად მხოლოდ 9 წლის შემდეგ აღიარეს.

BBC-ის ცნობით, „ჯიბის ზვიგენის“ სიგრძე 14 სანტიმეტრია. ეს სახელი მას მცირე ზომის გამო არ ეწოდა. კერძოდ, ზვიგენს სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აქვს ორი ჯიბის მსგავსი ჩაღრმავება, რომელშიც მანათობელი ჯირკვალია ჩამალული. ისინი მათ ნადავლის ყურადღების გასაფანტად, თავდასხმამდე იყენებენ.

ამერიკული „ჯიბის ზვიგენის“უცნობი სახეობა სულაც არაა ისეთი საშიში, როგორც ამ გვარის სხვა წარმომადგენლები არიან. ზვიგენის მსგავსი სახეობა 1979 წელს, წყნარ ოკეანეშიც აღმოაჩინეს, თუმცა მათ ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებელი გამოარჩევს.

წყარო

loading...
Next Post

მოკლული ქალი და გატაცებული ჯიპი - გურიაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

გაზიარება Loading... გურიაში მომხდარი ყაჩაღური […]