როგორი სექსუალური ფანტაზიაა ნორმალური?

geoinformer

loading...

Loading...

ამის გასარკვევად ჩატარებულ ონლაინ-გამოკითხვაში 799 მამაკაცი და 718 ქალი მონაწილეობდა. რესპონდენტთა საშუალო ასაკი – 30 წელი. მათ შორის: 81,1% – ჰეტეროსექსუალი; 3,6% – გეი და ლესბოსელი; დანარჩენი – ბისექსუალი.

სექსუალური ლტოლვის დარღვევების განსაზღვრისთვის ამერიკული ფსიქიატრიული კლასიფიკაცია იყინებს გამოთქმას „ანომალიური სექსუალური ფანტაზიები“; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტებში კი ფიგურირებს სიტყვა „უცნაური“.

ეს ორი განსაზღვრება მონრეალის (კანდა) უნივერსიტეტის მეცნიერებმა არასაკმარისად მიიჩნიეს და შეეცადნენ, გაერკვიათ, როგორი სექსუალური ფანტაზიებია უფრო ხშირი და ნორმალური და როგორი – იშვიათი და უცნაური.

კვლვას* სათავეში ჩაუდგა ექიმი კრისტიან ჟუაიალი (Christian Joyal), შედეგები კი გამოქვეყნდა გამოცემაში: The Journal of Sexual Medicin.

კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, 7-ბალიან შკალაზე, დიაპაზონით „კატეგორიულად არ ვეთანხმები“-დან „სრულიად ვეთანხმები“-მდე, შეეფასებინათ 55 სიუჟეტი, რომელთაგან თითოეული შექმნილი იყო ასეთი სქემით: „მე მქონია ფანტაზია, რომ …“;

თუკი რომელიმე სიუჟეტი რესპონდენტისგან 3 ან მეტ ქულას დაიმსახურებდა, ჩაითვლებოდა, რომ მსგავსი ფანტაზია ამ რესპონდენტსაც ჰქონია, ეს კი მკვლევარებს საშუალებას აძლევდა, მსგავსი სიუჟეტი ფართოდ გავრცელებულ ფანტაზიად მიეჩნიათ.

გარდა ამისა, ავტორებმა გამოავლინეს ტოპ „საყვარელი“ ფანტაზიები, ანუ ისეთები, რომლებმაც ყველაზე მეტი მაღალი ქულა დაიმსახურეს.

ქალების „საყვარელი“ და ამასთან ყველაზე გავრცელებული სექსუალური ფანტაზია აღმოჩნდა:

1. სექსი განსაკუთრებულ ან უცნაურ ადგილას;

2. სექსი უცნობ მამაკაცთან;

3. ჯგუფური სექსი.

მამაკაცების „საყვარელი“ და ამასთან ყველაზე გავრცელებული სექსუალური ფანტაზიებია:

1. ანალური სექსი;

2. ორალური სექსი;

3. უცნაურ ადგილებში სექსი.

ჯგუფური სექსი მამაკაცებს მე-4 ადგილზე აქვთ. სხვათა შორის, ჯგუფური სექსის ფანტაზიაში მამაკაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობათითქმის ტოლია, თუმცა ორგიის მონაწილეთა იდეალური შემადგენლობაში – აბსოლუტურად განსხვავებული.

საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია BDSM სიუჟეტები – ანუ ეროტიკული ძალადობის თამაში. ასეთ სცენებში ქალები უმეტესად დამორჩილებას ამჯობინებენ, მამაკაცები – დომინანტურ როლს.

გაუპატიურების შესახებ პირდაპირი კითხვა არ დასმულა, თუმცა რესპონდენტებს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდნენ იძულებით სექსზე. შედეგი თითქმის იგივე იყო, როგორიც BDSM-ის შემთხვევაში.

„არატიპური“ ფანტაზიებია (ასეთი ჰქონია რესპონდენტთა 15%-ზე ნაკლებს და იშვიათად) – სექსი მეძავთან; ფსიქოტროპული პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პარტნიორის დამცირება; „ოქროს წვიმა“ (პარტნიორზე მოშარდვა) და სექსი საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლით.

საბედნიეროდ, ყველაზე იშვიათია ფანტაზია მცირეწლოვანთან სექსზე, ასევე – ცხოველებთან სექსზე.

გენდერული სხვაობა თითოეულ პუნქტთან მიმართებით არსებობს, თუმცა, მეცნიერთა აზრთ, განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ორი:

1. ქალის სექსუალური ფანტაზიის გმირია მისი პარტნიორი მამაკაცი ან უცხო მამაკაცი, გამოგონებული პერსონაჟი; მამაკაცს კი აღაგზნებს კონკრეტული ქალის წარმოსახვა – თუმცა, არა იმის, ვინც გვერდით ჰყავს;

2. მამაკაცსუმატესად სურს, პრაქტიკაში განახორციელოს თავისი ფანტაზიები, მაშინ როცა ქალი გამოგონილსა და რეალობას შორის სხვაობას კარგად ხედავს და მათი ერთმანეთში აღრევის სურვილი არ უჩნდება.

დაბოლოს:

თავად კრისტიან ჟუაიალისთვის კი განსაკუთრებით დამაინტრიგებელი ფანტაზიებია ისინი, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებშია გავრცელებული, კერძოდ კი: ანალური სექსი მიმღების როლში; თავისი პარტნიორი ქალის ყურება სხვა მამაკაცთან სექსის დროს; სექსი ტრანსგენდერთან, რომელსაც გარეგნულად შენარჩუნებული აქვს სქესის მახასიათებლები, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. ამის ახსნა, მეცნიერის თქმით, ევოლუციურ ბიოლოგიას არ შეუძლია.

* С. Joyal, А. Cossette, and V. Lapierre «What exactly is an unusual sexual fantasy?», The Journal of Sexual Medicine, October 2014.

ასევე საინტერესოა:

3 მაგიური სიტყვა, რომელიც ქალს სექსის წინ უნდა უთხრათ

7 მიზეზი, რატომ ვერ აღწევთ ორგაზმს

ყველაზე გავრცელებული შეცდომები სექსში

მითები „უკანა კარზე“ – 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

loading...
Next Post

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაზიარება loading... Loading... რას გვირჩევენ […]