„სექს-რეზოლუცია“: რას ვპირდებით საკუთარ თავს 2020 წელს

geoinformer

Loading...

ახალ წელს საკუთარ თავს სხვადასხვა დაპირებას ვაძლევთ: ზოგი იფიცებს, რომ მოწევას დაანებებს თავს, ზოგი – სამსახურის შეცვლას გეგმავს. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუკი დაპირებების სიაში ინტიმური ხასიათის პუნქტებს შევიტანთ.

რას ჰპირდებიან მკითხველები საკუთარ თავს საწოლში?

მაშ ასე, 2020 წელს საკუთარ თავს ვპირდები, რომ…

აუცილებლად შევიძენ სექს სათამაშოს. რამდენიმესაც კი

„ზოგადად, სექსზე ყოველთვის ძველმოდური წარმოდგენა მქონდა: თუკიგყავს ქმარი ან მუდმივი პარტნიორი, ეს სრულიად საკმარისია. ხოლო თუკი არ გყავს, არსებობს შხაპი და ხელები, მაგრამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ: „ჯანდაბას! უკვე 21-ე საუკუნეა და არ ვარ ვალდებული, რამეში შევიზღუდო!“ თითქმის ყველა ჩემს მეგობარს აქვს ვიბრატორი, სტიმულატორი, ვაგინალური ბურთები… როგორც ჩანს, ესსულაც არ არის სასაცილო და უსიამოვნო ნივთები, როგორც ათი წლის წინ მიიჩნეოდა.საბოლოოდ, დავპირდი საკუთარ თავს, რომ სექს-ინდუსტრიის ყველა სიხარულს გამოვცდი. კარგი, ვაჭარბებ, შეიძლება ყველა ვერ მოვსინჯო, მაგრამ სიამოვნების მისაღებად პირველ ნაბიჯებს მაინც გადავდგამ 2020 წელს“- ელენე, 36 წლის.

კომუნიკაციებში უფრო გავერკვევი და ჩამოვყალიბდები

„ერთხელ სექსი მქონდა ნახევარი საათის გაცნობილ პარტნიორთან, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდი. სიმართლე გითხრათ, კოშმარი იყო. ორივე ნასვამები ვიყავით. შხაპის მიღებისას, როდესაც ვცდილობდი მისი სუნი სხეულიდან მომეშორებინა, ვფიქრობდი, რომ მსგავს საქციელს არასდროს ჩავიდენდი, თუმცა, ეს მხოლოდ ფიქრი იყო. შემდეგ რაღაც ემართება ტვინს – როგორც წესი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ – და არ შემიძლია ამაზე უარის თქმა. არა იმიტომ, რომ ვერ ვითმენ სექსის გარეშე, უბრალოდ, ვფიქრობ, უარის თქმა სულელურად გამოჩნდება, მე კი სულელი სულაც არ ვარ.

მოკლედ, წელს ვაცხადებ „თავშეკავების წლად“. იქნებ მუდმივი პარტნიორი ვიპოვო“,- ტატა, 20 წლის

უფრო მეტს საკუთარ თავზე ვიფიქრებ და არა პარტნიორზე

„საკმაოდ ტრავმული წელი მქონდა, ქმარს დავშორდი, ბევრი უსიამოვნო რამ მოვისმინე, მათ შორის, ის, რომ ცუდისაყვარელი ვარ. ჩემთვის ეს შოკი იყო, რადგან ყოველთვის მიმაჩდნა, რომ შესანიშნავი პარტნიორი ვიყავი სექსში. ვკითხულობდი სტატიებს სექსზე, მივმართავდი სიახლეებს, ვუვლიდი საკუთარ თავს… სანამ მოულოდნელად არ გავაცნობიერე, რომ სანამ ვსწავლობდი „1001 მეთოდს იდეალური მინეტისთვის“, ის არაფერს აკეთებდა. ერთხელაც ძალიან ვიჩხუბეთ, როდესაც საპასუხოდ ორალური სექსი ვთხოვე, მან კი დამიყვირა, რომ „ნამდვილი კაცები ამას არასდროს აკეთებენ“. მოკლედ, ახლა ისეთ პარტნიორს მოვძებნი, რომელიც პირველ რიგში ჩემზე იფიქრებს და არა საკუთარ თავზე. მინდა, მივიღო სიამოვნება და თავი კარგად ვიგრძნო“- ლიკა, 28 წლის.

საკუთარი სხეულის აღარ შემრცხვება

„წელიწადნახევარია მყავს პარტნიორი, რომელსაც უკვე „ტვინი შევუჭამე“. სხვა სიტყვებს უბრალოდ ვერ მოვუძებნი ჩემს საქციელს. ძალიან მომთმენიდა საყვარელია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ფეთქდება. სექსი სიბნელეში ან სანთლის შუქზე გვაქვს, არა იმიტომ, რომ „წმინდანი“ ვარ, არა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ჩემთვის აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ ჩემი პარტნიორი ჩემს სხეულზე სტრიებსდა ნაკეცებს შეამჩნევს. მეუბნება, რომ საკუთარი სხეული მასზე მეტად მიყვარსდა ეს უკვე მობეზრდა.

ჩავეწერე ფსიქოთერაპიის კურსებზე და ვეცდები, საკუთარი სხეული მივიღო ისეთი, როგორიც მაქვს“ – მარგო, 27 წლის.

მშობლებს საკუთარ ორიენტაციას გავუმხელ

„რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გოგოები მომწონდა. სკოლაშიც მყავდა გოგო პარტნიორი, რომელსაც ყველა, მათ შორის, ჩემი მშობლებიც იცნობდნენ და ჩემი მეგობარი ეგონათ.სკოლის დამთავრების შემდეგ დავშორდით და ახლა, თითქმის ათი წელია ისევ გოგოსთან ვცხოვრობ. დედაჩემი კი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ ჩემი მეზობელი და დაქალია, რაზეც ჩემი პარტნიორი ბრაზდება და მთხოვს, მშობლებს გავუმხილო სიმართლე. ახლა ვგრძნობ, რომ სიმართლის თქმა მეც მჭირდება – მომბეზრდა სიცრუეში ცხოვრება. ცუდს არაფერს ვაკეთებთ, არავის ვძარცვავთ და ვკლავთ. უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ და ერთმანეთი გვიყვარს, ამიტომ, დამალვის მიზეზს ვერ ვხედავ. თუმცა, სიმართლე ვთქვა, არ მგონია, ამ გადაწყვეტილების მიღება წლის პირველ ნახევარში შევძლო. ვერც კი წარმომიდგენია,ჩემი მშობლების რეაქცია ჩემს ორიენტაციაზე“- მარი, 29 წლის.

შევეშვები პორნოს ყურებას

„უკვე ორი წელია სექსი არ მქონია. არა იმიტომ, რომ დავბერდი ან მრცხვენია. რამდენიმე ბიჭი გავიცანი, ვურთიერთობ, ვკოცნით კიდეც ერთმანეთს, თუმცა, როგორც კი საქმე სექსამდე მიდის, ვაგდებ და ვჯდები პორნოს საყურებლად. ამაზე უარის თქმა მიჭირს. ვიცი, რომ ამგვარად უფრო სწრაფად მივალ ორგაზმამდე და მაქვს კიდეც საყვარელი პორნო ვიდეოები. პრობლემა ის ნარის, რომ ერთი შეხედვით უწყინარი გატაცება ჩემთვის ჰობად იქცა. უფრო მეტად პორნოს ყურება მინდება, ვიდრე ნორმალური სექსით დაკავება. როგორი იქნება საწოლში ახალი პარტნიორი, არ ვიცი, ხოლო მსახიობებს ყოველთის შემიძლია ვენდო. ასე რომ, პირველი იანვრიდან ახალ მარათონში ჩავერთე: „100 დღე პორნოს გარეშე“ – ნინა,35 წლის.

და თქვენ რას დაპირდით საკუთარ თავს?

Next Post

ანატომიის გაკვეთილზე ესპანეთის ერთ-ერთ სკოლაში (+video)

გაზიარება Loading... ესპანეთის ერთ-ერთი სკოლის […]