ანატომიის გაკვეთილზე ესპანეთის ერთ-ერთ სკოლაში (+video)

geoinformer

Loading...

ესპანეთის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეტა ყურადღების მისაქცევად, გადაწყვიტა, ანატომიის გაკვეთილი საგანგებო კოსტიუმში ჩაეტარებინა, რომელზეც ადამიანის ორგანოებია დახატული.

43 წლის ვერონიკა დუკეს (Verónica Duque) პედაგოგობის 15-წლიანი სტაჟი აქვს. ამჯამად იგი მე-3 კლასის პედაგოგია. როგორც თავად ამბობს, მუდამ ეძებს გზებს, რომ გაკვეთილი ბავშვებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს.

„ერთხელ, როცა ინტერნეტში ახალ იდეებს ვეძებდი, AliExspres-ზე ამ კოსტიუმს წავაწყდი, მივხვდი, რომ კარგი საშუალება იქნებოდა მოსწავლეებისთვის იმიოს საჩვენებლად, თუ რომელი ორგანო სად არის განლაგებული,“ – ამბობს ვერონიკა დუკე.

მას შემდეგ, რაც ვერონიკას მეუღლემ გაკვეთილზე გადაღებული რამდენიმე ფოტო ტვიტერში ატვირტა, ესპანელი პედაგოგი ნამდვილი ვარსკლვალი გახდა – მისმა იდეამ ათიათასობით მოწონება მიიღო.

„მე უკვე დიდი ხანია, ისტორიის გაკვეთილებზეც ვიყენებ ვიზუალიზაციის საშუალებებს, ასევე – გრამატიკის გაკვეთილზე, როცა ბავშვებს არსებით სახელს, ზედსართავ სახელსა თუ ზმნას ვუხსნი, – ამბობს ვერონიკა,  ამ დროს ჩვენ, ასე ვთქვათ, გრამატიკულ სამეფოს ვაშენებთ. მე მინდა, რომ საზოგადოება ფიქრობდეს, თითქოს პედაგოგები ზარმაცი სახელმწიფო მოხელეები ვართ.“


loading...
Next Post

8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ არასაკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ

გაზიარება Loading... უბრალოდ, ვალდებული ხართ, […]