დე ფაქტო აფხაზეთი: ვგმობთ სულეიმანის ლიკვიდაციის თაობაზე აშშ-ს ტერაქტს, რაც რეგიონში ომის დაწყებას ისახავდა მიზნად

geoinformer

Loading...

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა აშშ-ს ჯარის მიერ ირანელი გენერლის კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია დაგმო. საოკუპაციო რეჟიმა ბაღდადის აეროპორტთან პენტაგონის სარაკეტო იერიშებს “სახელმწიფო ტერორიზმის უზარმაზარი და უპრეცედენტო მაგალითი” უწოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, ადგილობრივ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედებები არაპროგნოზირებადი შედეგებით, კაცობრიობას მსოფლიოს სხვა ომის ზღვარზე აყენებს.

„ამერიკამ მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დარღვევით ტერორისტული ქმედება ჩაიდინა, რაც სრულად უგულებელყოფს სხვა პოლიტიკოსთა პოზიციებსა და ღირებულებებს მსოფლიო პოლიტიკაში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და მსოფლიოს სახელმწიფოების წარმომადგენლობით ორგანოებს, დაგმონ ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში ომის დაწყებას,” – ნათქვამია განცხადებაში. , – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო დეპუტატებმა კასემ სულეიმანის ოჯახს, ასევე ირანის ხელმძღვანელობასა და ხალხს სამძიმარი გამოუცხადეს.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

„თიბისი რისერჩი“: ველოდებით, რომ 2020 წელს ლარის კურსი, დაახლოებით, 2.75-იან ნიშნულზე იქნება

გაზიარება Loading... „თიბისი რისერჩი“ 2020 […]