რას ამბობს თითების სიგრძე ქალის სექსუალურ ორიენტაციაზე?

geoinformer

Loading...

მეცნიერებმა გამოთქმას „ხელზე მკითხაობა“ ახალი ინტიმური დატვირთვა მისცეს.

მეცნიერებმა, რომლებიც ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობენ, ცხელ-ცხელი კვლევა ჟურნალ „სექსუალ ქცევებში“ გამოაქვეყნეს. ტიუსდეი უოტსმა, ჯეიმი რაინსონმა, ლუკომ ჰოლმსმა და გერულფორმ რიგერომ ქალის თითების სიგრძესა და ქალის ორიენტაციას შორის კავშირი დაადგინეს.

მოდით, თავიდანვე განვმარტოთ, რომ საუბარია საჩვენებელ თითსა და არათითზე, რომლებსაც მეცნიერები 2D და 4D-ს უწოდებენ.

კვლევისთვის მეცნიერებმა იპოვეს 18 იდენტური წყვილი (გოგო) და 14 იდენტური წყვილი (ბიჭი). ამასთან, ამ ტყუპი წყვილების სექსუალური ორიენტაცია განსხვავდებოდა: ჰეტეროსექსუალურობიდან ჰომოსექსუალურობამდე.

მეცნიერებმა ძალიან სწრაფად იპოვეს კავშირი ქალის სექსუალურობასა და მისი თითების სიგრძეს შორის. სხვათა შორის, კაცებში ეს კავშირი არ მოიძებნა.

აღმოჩნდა, რომ ტყუპს, რომელთა თითების სიგრძე 2D:4D განსხვავდება, ბისექსუალური და ჰომოსექსუალური ცხოვრების წესი აქვთ, ხოლო ისინი, ვისაც 2D:4D ერთნაირი სიგრძის აქვთ, ჰეტეროსექსუალურობისკენ არიან მიდრეკილები.

ეს ფაქტი და კვლევა მეცნიერებმა, რა თქმა უნდა, ახსნეს.

რატომ აქვთ ჰომოსექსუალური ორიენტაციის ქალებს საჩვენებელი თითისა და არათითის სიგრძე განსხვავებული, თანაც, მაშინ, როდესაც მათი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე იდენტური ტყუპების თითების სიგრძე არ განსხვავდება? (გამოდის, რომ ტყუპები არცთუ ისე იდენტურები არიან?).

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თითების სიგრძის ფორმირების პროცესი, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაციის, დამოკიდებულია საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების პერიოდზე.

ვინაიდან იდენტურ ტუპში დნმ-ნაკრები ერთნაირია, ეს ყველაფერი არა მემკვიდრეობას, არამედ ჰორმონებს უკავშირდება. მდედრობითი სქესის ტყუპისცალს, რომელსაც საშვილოსნოში ფორმირების დროს ჰორმონები უფრო დიდი რაოდენობით მიეწოდა, თითების სიგრძე მნიშვნელოვნად განსხვავებული აქვს, ვიდრე მის ტყუპ დას. და, ბუნებრივია, სექსუალური ორიენტაცია ერთსქესიანთა სიმპათიისკენ აქვს მიდრეკილი. 

ასე რომ, მიაქციეთ ყურადღება განსხვავებას საჩვენებელ და არათითებს შორის მდედრობით სქესში, რათა ოცწლიანი ქორწინების შემდეგ მისი და ფიტნეს ინსტრუქტორი გოგოს დამეგობრება თქვენთვის დიდი სიურპრიზი არ აღმოჩნდეს.

 

loading...
Next Post

Facebook-მა და Instagram-მა ყასემ სულეიმანის მხარდამჭერი პოსტები წაშალეს

გაზიარება Loading... ​სოციალურმა ქსელებმა, Facebook-მა და Instagram-მა ერაყში მოკლული […]