ერიდეთ ამ ქსოვილებს, თუ გსურთ, კანის პრობლემები აირიდოთ

geoinformer

Loading...

ტანსაცმლის შერჩევისას ბევრს ალბათ არც აქვს გააზრებული, თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ქსოვილი კანის ზედაპირზე.

ექიმებმი გამოარჩევენ 5 სახეობის ქსოვილს, რომელიც განსაკუთრებით საფრთხილოა კანისთვის. ესენია:

1. სინთეტიკა

მართალია, დღეს წარმოების ტექნოლოგია ისეა დახვეწილი, რომ სინთეტიკურ ქსოვილსაც აქვს თვისება, შეიწოვოს ოფლი, გაატაროს ჰაერი და დაიცვას კანი დაზიანებისგან (ასეთი ქსოვილისგან, ძირითადად, სპორტული სამოსი იკერება), მაგრამ ექიმები მაინც გვაფრთხილებენ, რომ სინთეტიკის მავნებლობა ბოლომდე მაინც არ არის განეიტრალებბული. 

2. ნეილონი

ნეილონს, რომელიც ხელოვნური ბოჭკოებისგან დამზადებული პირველი ქსოვილია მსოფლიოში, საცურაო კოსტიუმებისთვის, თეთრეულისა და გარდერობის სხვა ელემენტებისთვის იყენებენ. მისი მთავარი მახასიათებელია ის,  რომ არ ატარებს წყალს, არ იჭმუჭნება და ადვილად იწმინდება. სამწუხაროდ, ნეილონის ქვეშ კანი არ სუნთქავს, რასაც შეიძლება ალერგიული რეაქცია და კანის გაღიზიანება მოჰყვეს. 

3. აკრილი

მასალა იწარმოება ნავთობქიმიური პროდუქტის აკრილონიტრილისგან, რომელიც მიიღება ბუნებრივი გაზისგან რთული ქიმიური რეაქციების გზით. 

აკრილის ქსოვილისგან იკერება შემოდგომა-ზამთრის თბილი ტანსაცმელი. ეს ქსოვილი კანს არ აძლევს სუნთქვის საშუალებას, რის გამოც ოფლიანობა და, შესაბამისად, კანის გაღიზიანების რისკიც მატულობს. 

4. პოლიესტერი

პოლიესტერი მიღებულია ნავთობგადამუშავების პროდუქტებისგან და მისი მთავარი ნაკლი ის არის, რომ კანს არ აძლევს სუნთქვის საშუალებას.  პოლიესტერი განსაკუთრებულ საფრთხეს ზაფხულის პერიოდში წარმოადგენს, რადგან კანს ეკვრის, ოფლის გამოყოფას ააქტიურებს და გამონაყარის საშიშროებას ქმნის.

კვლევების თანახმად, პოლიესტერში ძირითად საფრთხეს წარმოადგენს მონომერები, რომლებიც წყლის და ჰაერის მოლეკულებთან ურთიერთქმედებისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.

5. ვისკოზა 

ვისკოზა მზადდება ბუნებრივი რესურსებისგან, ქიმიური დამუშავების გზით. ეს ქსოვილი ჰაერსაც ატარებს და სველ ზედაპირთანაც ურთიერთქმედებს. თუმცა ქსოვოლის სიმტკიცისთვის წარმოების პროცესში გამოიყენება კომპონენტები, რომლებიც მომწამვლელ ნივთიერებებად მიიჩნევა.

6. ბამბუკი

მართალია, ბამბუკის ქსოვილი ნატურალური გზით მიიღება, თუმცა საღებავი, რომელსაც ბამბუკის ქსოვილისგან შეკერილი პროდუქციის შესაღებად იყენებენ, მავნეა. რამოდენიმე ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ბამბუკისა და საღებავის ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება, მომწამვლელი ნივთიერება წარმოიქმნას.

 

 

loading...
Next Post

(ვიდეო)-ხელი ჩაწიე! მოგაცლი თავს! - დაპირისპირება ვარკეთილში, ანას ბაღთან

გაზიარება Loading... ვარკეთილში, “ანას ბაღთან” […]