ბერასა და ნანუკას პატარა შვილი პატრიარქმა მონათლა – იხილეთ ნათლობის ფოტოები

geoinformer

Loading...

მუსიკოსი ამიკო ჯანელიძე სოციალურ ქსელში პატარა ბერუკას ნათლობის ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, რეპერ ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი პატარა ბერუკას ერთ-ერთი ნათლიაა. ფოტოებში ასევე ჩანს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც სავარაუდოდ, ახალშობილი მონათლა.

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდობით აღჭურვილი მეანი ესწრებოდა საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან.

loading...
Next Post

დიალიზის გადასხმა გრძელდება - როგორია ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება Loading... ოჯახის ახლობელი 2 […]