საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

geoinformer

Loading...

ყურადღება – ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება…

იმის მიხედვით, თუ როგორ ამოვარდება საცობი ბოთლის ყელიდან, შეიძლება გაარკვიოთ, როგორი იქნება დამდეგი წელიწადი. 

მაშ ასე:

თუ შამპანურის ბოთლიდან საცობი აკურატულად ამოსრიალდა, ეს იმის ნიშანია, რომ დამდეგი წელი მშვიდად და გეგმის მიხედვით ჩაივლია;

თუ საცობი მარტივად ამოვიდა, მაგრამ ბოთლიდან შამპანური გადმოისხა ან პირიქით – საცობი მთელი ძალით გამოვარდა და ჭერს მიასკდა, თუმცა შამპანური არ ამოშხეფებულა: მშვიდი წელიწადი გექნებათ, თუმცა მოულოდნელობებით სავსე;

თუ ბოთლმა საცობი გაისროლა და შამპანურის შხეფებმაც მთელს ოთახში დატოვეს კვალი: არაპროგნოზირებადი და მშფოთვარე წელიწადი გელით.

***

მას შემდეგ, რაც ბოთლი გაიხსნა და შამპანური ჭიქებში ჩამოისხა, უკვე ბუშტუკებზე მკითხაობის ჯერი დგება. ამ ცქრიალა ღვინომ შეიძლება თქვენს ბევრ კითხვას უპასუხოს – მომავალი წლის ფინანსური მდგომარეობიდან დაწყებული, პირადი ბედნიერებით დამთავრებული. 

 

1. თუ ბუშტუკები ჭიქის ფსკერის ცენტრიდან ზედაპირისკენ სწორ და თხელ მწკრივად მიემართება, დამდეგ წელს ბედნიერება გელით;

2. თუ ბუშტუკების რამოდენიმე პარალელური ხაზი ადის ზედაპირისკენ, ახალი ნაცნობობა გელით;

3. თუ ბუშტუკების ჯაჭვი ბევრია, თანაც სხვადასხვა სისწრაფით მიემართებიან ჭიქის ზედაპირისკენ – დამდეგი წელიწადი ნათელი და საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე;

4. თუ ბუშტუკები ჭიქის კედლებს ეხეთქება და მაღლა არ მიიწევს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი გარემცვიდან ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნებათ;

5. თუ ბუშტუკები ჭიქის კედლებს მიეწეპნენ და ზემოთ აღარ ადიან – ახლო მეგობრებთან თქვენ ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება;

6. თუ ბუშტუკების მხოლოდ ერთი მწკრივი აიწევა ჭიქის ზედაპირისკენ – მომავალ წელს მეტი ყურადღების დათმობა მოგიწევთ თქვენი ახლო ნათესავებისთვის;

7. თუ ბუშტუკების მწკრივი მანამ დაიშლება, სანამ ჭიქის ზედაპირს მიაღწევს – ეს გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ დამდეგ წელს ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყოთ;

8. თუ ბუშტუკების ორი მწკრივი ერთმანეთში გადაიხლართება – სიყვარულში ბედნიერება გელით;

9. თუ ბუშტუკების რამოდენიმე მწკრივი ერთმანეთში გადაიხლართება – დამდეგ წელს ბევრი სასიყვარულო გატაცება გექნებათ;

10. თუ ზედაპირისკენ ერთი ან რამოდენიმე მსუქანი ბუშტუკა მიემართება – ფნანსური კეთილდღეობა, ბიზნესში წარმატება და სტაბილური შემოსავალი გექნებათ;

 

***

აი, ასეთი სახალისო და საინტერესოა შამპანურზე მკითხაობა…

გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!!!

 

Next Post

ევერესტზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

გაზიარება Loading... ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, […]