ირანის სულიერი ლიდერის წარმომადგენელი: „სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა“

geoinformer

გენერალ ყასემ სოლეიმანი​ს მკვლელობისთვის შურისძიება არ დასრულებულა, – ამის შესახებ განცხადება აიათოლა ხამენეის წარმომადგენელმა, ალი შირაზიმ გააკეთა.

„ირანის შურისძიება სოლეიმანის მკვლელობისთვის ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ირანმა განახორციელოს. თავის მხრივ, წინააღმდეგობის ფრონტიც აქტიურად იძიებს შურს“, – განაცხადა შირაზიმ ირანულ სააგენტო „ფარსთან“ საუბრისას.

ირანი წინააღმდეგობის ფრონტს უწოდებს ყველა მოკავშირე ძალას რეგიონში, რომელთა ამოცანაც „მსოფლიო იმპერიალიზმთან“ ბრძოლაა.

ყასემ სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო. მისი ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის დროს, 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში მოხდა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ახალგორში მცხოვრები: ახალგორი-თბილისის გზა ჩაკეტილია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს რამდენი ხანი შეიძლება ვერ შეგვამჩნიონ?

გაზიარება ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს […]