პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი დღეს დაიხურება

geoinformer

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი დღეს დაიხურება.

წელს თბილისის საშობაო ბაზარმა გააერთიანა პროექტები „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“. მოწყობილი იყო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინისა და სამეწარმეო ბაზარი.

25 დეკემბრიდან ყოველ საღამოს ტარდებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.

საახალწლო სოფელს დღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ბენდების გრანდიოზული შოუ-პროგრამა დაასრულებს.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ხაჯიმბას სამარცხვინოდ მოუწია წასვლა და მის გუნდშიც ძლიერი ფიგურა არავინაა აშკარად ჩანს, რომ ბჟანიას გუნდი იმარჯვებს აფხაზეთში პაატა ზაქარეიშვილი

გაზიარება ვიდრე ქართული პოლიტიკა არ […]