კლუბ „ბასიანზე“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებული დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს არ ეთანხმება

geoinformer

კლუბ „ბასიანზე“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავეული ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატის განმარტებით, თუ მას ბრალი იმავე საფუძვლით წარედგინა, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ დაეთანხმება.

მისივე განმარტებით, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალს ოფიციალურად დღეს, სავარაუდოდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, თუ მას ბრალი იმავე მუხლით წარედგინა, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ის აღნიშნულ ბრალდებას არ დაეთანხმება“,-განაცხადა ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატმა ია თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ჩაჩხიანს კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ ბასიანის შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ოკუპირებულ ახალგორში 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ - თამარ მეარაყიშვილი

გაზიარება ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო […]