ოკუპირებულ ახალგორში 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს თბილისში ტრანსპორტირების უფლება არ მიეცათ – თამარ მეარაყიშვილი

geoinformer

loading...

Loading...

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შემდეგ შეიქმნა.

„131 დღეა, ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება.

მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა, აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან.

მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას. გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც ცხრა საათი უნდა იარო თბილისამდე რომ ჩააღწიო. ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია დოკუმენტის (საშვი) არ არსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება – თარიღის და ბეჭდის დასმა, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით, საშვი არ აქვთ და ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ „არ ისარგებლეს“. თქვენ მეტი ძალა გაქვთ გადასცეთ ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას.

ვითხოვთ გადაადგილების თავისუფლებას, ან მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას თუ ადამიანებს გზის გახსნაზე პირობა თავად მოეძებნოს“,- წერს თამარ მეარაყიშვილი.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ირაკლი სესიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6-კაციან სიაზე არამგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს

გაზიარება loading... Loading... არამგონია, ეს […]