არ ვაპირებდი ამეფორიაქებინა საზოგადოება, მაგრამ ზურაბ სიხარულიძე ახალი მკვლელი ნარკოტიკის გამოჩენას ეხმაურება

geoinformer

loading...

Loading...

ექიმი-ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალი ნარკოტიკული საშუალების გამოჩენა-მოხმარებაზე წერს.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

არ ვაპირებდი კიდევ ამეფორიაქებინა საზოგადოება მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია ამ ინფორმაციის გაზიარება. ახალი წლის დღებში და მანამდეც რამდენიმე ადამიანი მოხვდა კვლავ ემერჯენსში კომატოზურ მდგოამრეობაში რაც განვითარდა არა ალფა პვთ მოხმარებით არამეთ სავარუდოთ GHB- თი, რაც არის ამ საუკუნის ერთ ერთი საშიში ნარკოტიკი !!!

GHB, GHB, იგივე გამა-ჰიდროქსიბიტურატი ბოლო პერიოდში ცნობილი ნგახდა, როგორც ნარკოტიკი სახელად date rape. თავად ტერმინი date rape ამერიკულ სლენგში გამოიყენება როგორც შესატყვისი იმ გარემოებისა, როდესაც პიროვნებას, რომელიც პაემანზე წავიდა აუპატიურებს მისივე პოტენციური პარტნიორი ანუ date.

GHB ს მსგავსი სახელით იმიტომ მოიხსენიებენ, რომ მიუხედავად აღნიშნული წამლის უარყოფითი ეფქტების შესახებ ცნობიერების მაღალი დონისა, ადამიანები მაინც იღებენ მას საკუთარი ნებით.

რა არის GHB?

ჯიეიჩბი პირველად ლაბორატორიებში მე-19 საუკუნეში გაჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი წარმოება ორგანიზმშიც ხდება ბუნებრივად მცირე დოზებით მაშინ, როდესაც საკვები ნივთიერებები იშლება ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის ანესთეტიკად გამოიყენებოდა, გასული საუკუნის 80-იან წლებში მან, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინებმა, დიდი პოპულარობა ჰპოვა სპორტდარბაზისა და კლუბების მოყვარულთა შორის. აღნიშნული წამლის ქუჩური დასახელებებია:

• Easy Lay

• G

• Georgia Home Boy

• Goop

• Grievous Bodily Harm

• Liquid Ecstasy

• Liquid X

• Scoop

GHB, როგორც Party drug ი

აღნიშნული წამლის მომხმარებლები ამბობენ, რომ ჯიეიჩბის მცირე რაოდენობით მიღება სტიმულანტის როლს თამაშობს, თუმცაღა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალურად აღნიშნული წამალი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია.

მომხმარებლების გადმოცემით, ჯიეიჩბი მათ აძლევს რელაქსაციის ეფექტს, ისევე როგორც ალკოჰოლი, თუმცაღა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით არ იწვევ კოორდინაციის დაკარგვას, ენის ბორძიკს ან ნაბახუსევს, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მისი დიდი დოზით მოხმარება იწვევს გონის კარგვას. ჯიეიჩბის მოქმედების ეფექტი ერთიორად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს და შესაძლოა მომხმარებელმა სულ რამოდენიმე წუთში დაკარგოს გონება.

GHB ს ეფექტები

ბოლოდროინდელი კვლევები, რომელთა თანახმადაც აღნიშული წამალი არა მხოლოდ ადიქციურია და აქვს მისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა აღკვეთის სინდრომის დროს, არამედ წამალში არსებული დეპრესანრტების ზედოზირებით ადამიანები სიცოცხლესაც კი ემშვიდობებიან.

GHB ის გვერდით ეფექტები აგრეთვე მოიცავს:

• მეხსიერების ჩავარდნები

• ძილიანობა

• თავბრუს ხვევა

• დაბალი ტემპერატურა

• ღებინება

• ოფლიანობა

• სუნთქვის გაძნელება

• დაბნეულობა

• აჟტაცია

• ჰალუცინაციები

• გულყრა

• გონების დაკარგვა

1990 წლიდან მოყოლებული ამერიკაში დაახლოებით 16 000 ადამიანი დაიღუპა GHB ის მოხმარების ფონზე.

GHB ით გარდაცვალების შემთხვევებიდან მომხმარებელთა 64% ს აღნიშნული წამლის პარალელურად გამოყენებული ჰქონდა სხვა მავნე ნივთიერებაც.

GHB და ადიქცია

მიუხედავად მომხმარებელთა მხრიდან უარყოფისა, GHB იწვევს მასზე დამოკიდებულებას. როდესაც ხდება აღნშნული წამლის გამოყენება რეკრეაციული მიზნებით ხდება ტოლერანტობის განვითარება, შესაბამისად მომხმარებლებს უჩნდებათ სურვილი რომ გამოიყენონ უფროდაუფრო დიდი დოზა სასურველი ეფექტის მისაღწევად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ GHB არის დეპრესანტი მისი მცირე დოზის მომატებაც კი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოებებს მომხმარებლებში.

ადიქტოლოგიის სერვის პროვაიდერების ნაწილთა აზრით, GHB არ იქვევს მასზე დამოკიდებულებას, თუმცაღა, არ ეთანხმებიან აღნიშნულს მეორენი.

აღკვეთის სინდრომის დროს დაფიქსირებული სიმპტომები მოიცავენ:

• ინსომნიას

• აღგზნებადობას

• ტრემორს

• გაზრდილ გულისცემას

• მაღალი არტერიული წნევა

• ფსიქოზური აზრები



ცალკეული პროფესიონალების განმარტებით GHB ის მოხმარების შეწყვეტა ბევრად ძნელია, ვიდრე ჰეროინისა. წერს სოციალურ ქსელში ზურაბ სიხარულიძე.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

2019 წელს 31 დეპუტატი დაჯარიმდა სია

გაზიარება loading... Loading... 2019 წელს […]