სასამართლოში არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმეზე მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობენ

geoinformer

loading...

Loading...

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. მხარეები მოსამართლეს საკუთარ არგუმენტებს წარუდგენენ და ასევე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კვლავ ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დღეს განიხილება სამი პირის საქმე, მათ შორის დედა-შვილი და ერთი ავსტრალიის მოქალაქე. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორისაა სატელეფონო ჩანაწერები, პირადი მიმოწერები და ასევე საბანკო გადარიცხვები, რაც ადასტურებს, რომ პორნოგრაფიული მასალის გადაღება არასრულწლოვნებისთვის ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა.

სხდომას ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.

„წარმოდგენილ სამ პირს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას, ასევე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ვედავებით. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, როგორც მშობლების მიმართ, ასევე დღეს წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ. მათ შორის, გამოთხოვილი ინფორმაცია სოციალური ქსელიდან, აგრეთვე გვაქვს საბანკო გადარიცხვებიც და საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომ ამანათები აღნიშნულ ბრალდებულებს აქვთ მიღებული. აბსოლუტურად ყველა მშობელთან წინასწარ ხდებოდა ამის თაობაზე მოლაპარაკება, ვინაიდან არც ერთი ადამიანი იმხელა რისკს არ გაწევს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ბავშვებს მსგავსი შინაარსის ფოტოები გადაუღოს, მშობლები მეორე ოთახში იყვნენ და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მთ უმეტეს, ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“, -განაცხადა პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს

გაზიარება loading... Loading... აფხაზეთის დე […]