რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის წარმომადგენელთა შუამავლობამ ახრა ავიძბა

geoinformer

ოკუპირებულ სოხუმში, ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ოპოზციის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ლიდერმა ახრა ავიძბამ განუცხადა.

როგოც ავიძბა ამბობს, ახლა ადგილზე სიმშვიდეა და ყველა ახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელშიც ის თავად მონაწილეობას არ მიღებს.

„გუშინ ჩვენ გავათავისუფლეთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და გადავეცით სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ხალხიც გავუშვით სახლში. რაიმე პოლიტიკური სარგებლის მიღებას ამ პროცესით არ ვაპირებ. პროცესში ხალხის სურვილით ჩავერთე. მიუხედავად იმისა, რომ ისმოდა გარკვეული სპეკულაციები ამ თემაზე, მე არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ასაკი არ მიწყობს ხელს“, – განცუხადა ახრა ავიძბამ საქართველოს პირველ არხს.

ამავე ინტერვიუში ავიძბამ აღნიშნა, რომ რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი, მნიშვნლოვანი გავლენა იქონიეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დე ფაქტო პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ავიძბას განცხადებით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

„ფედერაციის წარმომადგენლებმა სიტუაციის ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათ დიდი ავტორიტეტი აქვთ როგორც ოპოზიციაში, ისე მთავრობაში, ისინი ჩამოვიდნენ, ჩვენ შორის ჩადგნენ და დააორგანიზეს შეხვედრები. ასე ავირიდეთ სისხლისღვრა. რუსეთის ფედერაციაში ყველა პოლიტიკური მოღვაწე თუ პირი, ვინც აკვირდება აფხაზეთს და ამ თემებზე მუშაობს, ისინი თავის დროზე მხარს უჭერდნენ რაულ ხაჯიმბას. პრობლემა იმაშია, რომ ისინი იმყოფებოდნენ მოსკოვში და მასთან ჰქონდათ დიალოგი. დიალოგი მათ ყოველთვის იმასთან აქვთ, ვინც ხელისუფლებაშია, შესაბამისად, რა ხდებოდა შიგნით, მათ ეს უბრალოდ არ ეცოდინებოდათ. ისინი ჩამოვიდნენ, ნახეს რომ ხალხი, ოპოზიცია ერთად იდგა. მოსკოვში კი ყოველთვის უმნიშვნელოვანესია ის რომ აფხაზი და რუსი ხალხი ერთად იდგეს. ისინი ჩამოვიდნენ და აუხსნეს ხაჯიმბას, ჩვენ გაფასებთ და პატივს გცემთ, მაგრამ თქვენ ხალხს მოუსმინეთო. მგონია, სწორედ იმან, რომ მათ თვალები აუხილეს, იმოქმედა მისი გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა ავიძბამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართული იყო ეს პროექტი - ნაცვლიშვილი

გაზიარება „კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად […]