კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართული იყო ეს პროექტი – ნაცვლიშვილი

geoinformer

loading...

Loading...

„კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართული იყო ეს პროექტი“,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„პარლამენტში გვქონდა „კონსორციუმის“ მოსმენა, იქ იყო ძალიან შინაარსობრივი საკითხი, რომელიც მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა. კონსტიტუციაში ანაკლიის გარდა არც ერთ პროექტზე წერია. გულწრფელად გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში კონსორციუმიდან ვერ მოვისმინე, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართული იყო ეს პროექტი.

კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობასაც ამ საკითხის მიმართ ყურადღება მიექცია. როცა ეკონომიკის მინისტრს საპარლამენტო სხდომებზე ვეკითხებოდი, ეს იყო ეკონომიკური, თუ პოლიტიკური პროექტი, ცალსახა პასუხი მას არ ჰქონდა. თუ ეკონომიკური პროექტია და ეს ეკონომიკურად გამართული არ არის, თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბური მშენებლობა იგეგმება ანაკლიაში და გარემოს თვალსაზრისით რამხელა ზიანის მომტანი იქნება. გამოდის, რომ ამ პროექტით ერთი ხელით გარემოს ვანგრევთ, ვცვლით მთლიანად ეკოსისტემას და მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს, ეკონომიკურად გამართლებულია თუ არა.

ასეთი გათვლები ასეთ მასშტაბურ პროექტთან მიმართებაში უნდა იყოს. მე მოვისმინე ორი კომპანიის დასკვნა ეკონომიკურ მდგრადობასთან დაკავშირებით, მაგრამ მარტივი კითხვა დავსვი საინტერესოა, რომელი ქვეყნების ტვირთები დატვირთავენ ანაკლიის პორტს, ხაზი გავუსვი ჩინეთის ფაქტორს, რადგან ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი დღეს ჩინეთია. ჩინეთის ფაქტორი კი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული კვლევებში, თითქოს სხვა ქვეყნები დატვირთავდნენ“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შედგენისას შეცდომა დაუშვა, როგორც მთავრობამ, ისე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“.

„რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, საქართველოს მთავრობის მხრიდან შედგენილი პირობები არ იყო ცალსახა და „კონსორციუმის“ მხრიდან მთავრობის მიმართ სხვა პირობების წამოყენების აუცილებლობა დადგა, ანუ, ორივე მხარეს აქვს შეცდომა დაშვებული, ეს არის ჩემი შთაბეჭდილება. აქ მთავარია, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ფოთში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

გაზიარება loading... Loading... ფოთში ახალგაზრდა […]