ირანმა პენტაგონი და აშშ-ის არმია ტერორისტულ ორგანიზაციებად ოფიციალურად აღიარა

geoinformer

​ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ხელი მოაწერა კანონს პენტაგონისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო თასნიმ-ი ავრცელებს.

შესაბამისი კანონი პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 3 იანვარს ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანი მოკლეს. კანონის თანახმად, ტერორისტად ითვლება ყველა, ვინც სულეიმანის მკვლელობაში მონაწილეობდა.

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო.

ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.

11 იანვარს კი ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

გაზიარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს […]