შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

geoinformer

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ მოწყობას, სამუშაო პრაქტიკასა და პროცედურებს, საგამოძიებო ქვემდებარეობას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და პრაქტიკას, ანგარიშვალდებულებასა და მის სპეციფიკას, დანაყოფებს შორის კოორდინაციას ადგილობრივ და ოპერატიულ დონეზე, დანაშაულის ადგილის მართვას, დანაშაულის ანალიზს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ.

ავსტრიელი ექსპერტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშავებენ და გამოძიების პროცესს დააკვირდებიან, ასევე, გავლენ შემთხვევის ადგილას და შეისწავლიან საგამოძიებო მოქმედების პროცედურებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა (EU4 Justice) ფარგლებში განხორციელდა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

სასამართლოს დარბაზიდან გაძევებული ნოდარ რუხაძე თვლის, რომ პროცესი, პროტესტის ნიშნად, თავად დატოვა

გაზიარება 31 დეკემბერს დაკავებული პირების […]