სასამართლოს დარბაზიდან გაძევებული ნოდარ რუხაძე თვლის, რომ პროცესი, პროტესტის ნიშნად, თავად დატოვა

geoinformer

loading...

Loading...

31 დეკემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესზე მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა მოძრაობა „სირცხვილიას” ერთ-ერთი წევრი ნოდარ რუხაძე სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლემ სხდომაზე დარბაზში მყოფებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

აღნიშნული კი, რუხაძის რეპლიკას მოყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ მას დარბაზის დატოვება სთხოვა.

„თქვენ კი არ მაძევებთ დარბაზიდან, მე ვტოვებ პროცესს პროტესტის ნიშნად”, განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ბერძენიშვილი და ზურაბ მჟავანაძე 31 დეკემბერს დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

კანადა ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის საქმეზე საკუთარ გამომძიებლებს გზავნის

გაზიარება loading... Loading... კანადა ირანში […]