კანადა ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის საქმეზე საკუთარ გამომძიებლებს გზავნის

geoinformer

კანადა ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე გამოსაძიებლად დამატებით ჯგუფს გზავნის. თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 57 კანადელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Dეუტსცჰე ჭელლე ავრცელებს.

ირანმა სწრაფი წესით სულ ცოტა 10 ვიზა გასცა კანადიდან გასაგზავნი სამუშაო ჯგუფის წევრებზე, რომელთაგან სამი ირანში კვირას ჩაფრინდა.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

კახაბერ გვანცელაძემ საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა

გაზიარება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის […]