კახაბერ გვანცელაძემ საბავშვო ბაღების შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა

geoinformer

loading...

Loading...

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ

გვანცელაძემ მთაწმინდის რაიონში მდებარე N55, N4 და N150 ბაგა-ბაღებში

მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა.

სამივე ბაღის გამაგრების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, მათგან N150 ბაღმა სააღმზრდელო

პროცესი 16 სექტემბერს განაახლა და იქ ამჟამად, გარე-პერიმეტრზე დარჩენილი

სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება N55 და N4 ბაღებს, ორივე შენობა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი გამაგრება-რეკონსტრუქციის

პროექტები შედარებით გრძელვადიანია. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამღებრო

სამუშაოები მიმდინარეობს.

„N4 და N55 ბაღების შენობების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მათი პროექტები

წელიწადზე მეტ პერიოდზე იყო გათვლილი და სამუშაოები გეგმა-გრაფიკის

მიხედვით მიმდინარეობს. N55 ბაღი ალტერნატიულ ფართში აგრძელებს

ფუნქციონირებას, ხოლო N4 ბაღის კონტინგენტი ახლომდებარე ბაღშია

გადანაწილებული, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი ამ პროექტების

მიმდინარეობის მიუხედავად, არ ფერხდება,“ განმარტა ბაგა-ბაღების მართვის

სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

იაპონიაში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

გაზიარება loading... Loading... იაპონიაში მიმდინარე […]