მარკ ესპერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყასემ სოლეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას

geoinformer

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გასულ კვირას გააკეთა განცხადება, რომ ირანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე გეგმავდა თავდასხმას. მარკ ესპერის თქმით, ეს იყო პრეზიდენტის ვარაუდი.

3 იანვარს აშშ-ის დარტყმას ბაღდადის აეროპორტთან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა. საპასუხოდ თეირანმა 8 იანვარს სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში განთავსებულ ორ ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები არიან დისლოცირებული.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

გაზიარება ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერი“ […]