„ჩემი გადამწყვეტი ბრძოლა ტერორისტებთან! ნაწილი III“ ირაკლი ზაქარეიშვილი

geoinformer

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელმაც ტერორისტებთან გადამწყვეტი ბრძოლა დააანონსა, სოციალურ ქსელში მის ხელთ არსებული ვრცელი ინფორმაციის მესამე ნაწილს აქვეყნებს:

„ჩემი გადამწყვეტი ბრძოლა ტერორისტებთან!..

ნაწილი III

___________

2017 წელს, სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა ბანდამ, გადაწყვიტა ქვეყანაში სიტუაციის არევა: სახელმწიფო საზღვარის მარადიდი კირნათის აპრობირებული მარშრუტით საქართველოში კვლავ შემოიყვანეს ჩატაევი და მისი დაჯგუფება. თემირლან მაჩალიკაშვილს მეტროს სადგურ ვაგზლის მოედანზე პიკის საათებში შაჰიდის ქამრითა თუ დისტანციური მეთოდით აეფეთქება უნდა განეხორციელებინა, რასაც უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვებოდა. ხალხი ხელისუფლებას დაადანაშაულებდა დაუცველობასა თუ ათას სხვა უბედურებაში, რასაც მოჰყვებოდა მასობრივი არეულობები. ჩატაევის დაჯგუფება შეეცდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაზე თავდასხმას და მის ლიკვიდაციას. გაანადგურებდნენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს და შეიარაღებული გზით დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას. ამისათვის სააკაშვილმა დამატებით შემოიყვანა საქართველოში უკრაინაში მებრძოლი მისი სექტანტები და ყველაფერი მზად იყო ზემოხსენებული გეგმის განსახორციელებლად. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის ჩატარებით, სააკაშვილს და მის ბანდას ზემოხსენებული გეგმა ჩაეფუშა, სამაგიეროდ დაიწყო ტერლოევის ეპოქა დასცეს კარვები რუსთაველის გამზირზე და აფინანსებენ ამ ტერორისტს. მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისი გაავსო პანკისიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ხალხით, ისინი თბილისში როტაციის პრინციპით ცხოვრობენ და სიტუაციის ასარევად სააკაშვილის ბრძანებას, ხელსაყრელ დროს ელოდებიან. ამასობაში, მათი კამანდირი ტერლოევი რიტორიკით თუ კონკრეტული მოქმედებებით ატერორებს სახელმწიფოს და მოსახლეობას. ეს უკანასკნელი, ნაციონალების და საერთაშორისო ტერორისტული ანკლავის დაკვეთით გეგმავდა სუსი-ს უფროსის მოადგილის ლიკვიდაციას ოჯახთან ერთად, მაგრამ იმდენად მაღალი მფარველები ჰყავთ ამ ბანდიტებს, რომ ტერაქტის დამგეგმავი ტერლოევი გარეთ დაიარება, რულოვსის დაფინანსებით აგრძელებს ჩვეულ საქმიანობას. ნაც-ტერორისტების მოღვაწეობას აპიარებს ჟურნალისტადწოდებული ელისპროჭო კილაძე, რომელსაც გემახსოვრებათ სააკაშვილის დავალებით სწორედ გერმანიაში მიჰყავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტ ზელიმხან ხანგოშვილთან შესახვედრად, ინსტრუქციების მისაღებად და ახალი სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად“ წერს ზაქარეიშვილი.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

ხვალ, სამების ტაძარში, ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

გაზიარება ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში, […]