მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას გიორგი კახიანი

geoinformer

loading...

Loading...

მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არაბული ხელისუფლების დამხობის სურვილი სააკაშვილის განცხადებებში ადრეც გაჟღერებულა.

მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის,

რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ხელისუფლების დამხობას. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის განცხადებებში ადრეც მოგვისმენია. ის, რომ 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის სურვილი არსებობდა, დაადაატურა ნიკა მელიამაც, როდესაც ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა. თუკი საქართველოში ვინმეს რაიმე კითხვა ჰქონდა, 20 ივნისს ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა თუ არა ხელისუფლების დამხობის სურვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ეს კითხვები უნდა გაქრეს,- განაცხადა კახიანმა.

წყარო: marshalpress.ge

loading...
Next Post

ლაშა დარსალია: მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ

გაზიარება loading... Loading... მთავარი ამოცანაა, […]