(ვიდეო)-მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, რა ვიდეოს აქვეყნებს დაკავებული საკნიდან – ეს არის ჩემი ბოლო ჩართვა

geoinformer

Loading...

საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და­ა­კა­ვეს.ის უკვე 6 თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია.ვაჩ­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პა­ტიმ­რო­დან ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ყვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეს არა­ბი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ამა­ვე საქ­მე­ზე კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც საფ­რან­გე­თი­დან პო­ლო­ნეთ­ში მი­დი­ო­და.”ბრალ­დე­ბა არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. საქ­მე ეხე­ბა ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, ჩემი სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხდარ ფაქტს, სა­დაც მოხ­და სრო­ლა. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნე­ნო. ამ შემ­თხვე­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ და­მა­კა­ვეს.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე 2019 წლის და­სა­წყის­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც და­ა­კა­ვეს. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მა­ღა­ზი­ა­ში მო­პა­რული ფეხ­საც­მლის გამო და­ა­კა­ვეს, რაც ვაჩ­ნა­ძემ უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და­კა­ვე­ბა პას­პორ­ტის არ­ქო­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და და იზო­ლა­ტორ­ში სამი დღე გა­ა­ტა­რა.AMBEBI.GE მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და:”საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი კავ­შირ­ზეა ბა­ტონ ვაჩ­ნა­ძეს­თან და მას სთა­ვა­ზობს დახ­მა­რე­ბას.მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, და­ი­ცავს მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის უფ­ლე­ბებს” – გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში.

loading...
Next Post

ქეთევან ციხელაშვილი: „ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვა ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, პარტნიორებთან მუშაობით ვცდილობთ, შეწყდეს მოსახლეობის მძევლად აყვანა“

გაზიარება Loading... შერიგებისა და სამოქალაქო […]