ახალციხეში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

geoinformer

ქალაქ ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარია. დაკეტილ სახლში დაკვამლიანება თავდაპირველად, მეზობლებმა შენიშნეს.

მათი თქმით, მეპატრონეები თბილისში არიან. ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებული არავინაა. ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ მოხერხდა. უცნობია ზარალის ოდენობაც, რაც მეპატრონეს მიადგა.

ავტორი: რუსკა გვარამაძე

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა 2022 წელს დასრულდება

გაზიარება მთავრობამ თბილისთან და კასპთან […]