როგორც ყოველთვის, მიშამ ტყუილების კორიანტელი შემოგვთავაზა დავით ჩიხელიძე

geoinformer

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 12 იანვარს,  მთავარ არხზე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აფასებს.

გუშინ მთავარი არხი-ს ეთერში სააკაშვილის მორიგი დემაგოგია და უტიფრობა ვიხილეთ, ტრადიციულად, მიშამ ტყუილების კორიანტელი შემოგვთავაზა და  როგორც ყოველთვის მის  გამოსვლაში მრავლად იყო გამოყენებული, როგორც ჰომოფობიური სიტყვები, ასევე სიძულვილის ენა.

მიშამ ამაყად განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, მედია თავისუფალი იყო, ხოლო პოლიტპატიმრები არ ჰყავდა, სწორედ სააკაშვილის დროს დაიხურა არაერთი ტელევიზია, მათ შორის ტელეკომპანია იბერია, მზე, იმედი. ეს იმ ტელევიზიების ჩამონათვალია, რომელიც მიშას „თავისუფალ მედია გარემოს“ შეეწირა! ტელეკომპანია იმედი, ცალკე  ცალკე საუბრის თემაა, რადგან მოხდა  შენობაში შეჭრა, აპარატურის დაზიანება და არაპროპორციული ძალის გამოყენება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ უყვარდა სააკაშვილს თავისუფალი მედია!

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ფაქტებით დასტურდება, რომ სააკაშვილის დროს ქვეყანას ჰყავდა ათობით პოლიტპატიმარი, რომელთაც ციხეში არადამიანურ პირობებში უხდებოდათ ყოფნა, ხოლო ათობით ადამიანმა, სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით მიმართა, რადგან საქართველოში სწორედ პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიდნენ, რაც ნიშავს, რომ სააკაშვილის დროს იდევნებოდა განსხვავბეული აზრი, როგორც მედიაში ასევე პოლიტიკურ სივრცეში!- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

წყარო: marshalpress.ge

Loading...
Next Post

(ვიდეო)-შენი ამქვეყნიური ცხოვრება ყოველ წამს შეიძლება დამთავრდეს - მამა შალვა კეკელია მეორედ მოსვლაზე

გაზიარება “შენი ამქვეყნიური ცხოვრება ყოველ […]